#ცნობილები #კინო #მოდა

ანჯელინა ჯოლის 3 მინიმალისტური ჩაცმულობა პარიზში

გაზიარება:

ანჯელინა ჯოლი კლასიკური სტილის დიდი თაყვანისმცემელია, მისი საბაზისო გარდერობი ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მათთვის ვისაც, მინიმალისტური სტილის ათვისება სურს. ყოველთვის დახვეწილსა და ელეგანტურ ანჯელინას არ უყვარს მკვეთრ ფერებთან თამაში, მისი გარდერობი ნეიტრალური ფერებისგან შედგება, რომელშიც თეთრი, შავი და კრემისფერი დომინირებს.

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ანჯელინა ჯოლი პარიზში, პაპარაცების ობიექტივში რამდენჯერმე მოხვდა. ფოტოსურათებზე ენჯის 3 განსხვავებული ჩაცმულობაა ასახული, რომლებიც ამ სეზონის საუკეთესო შთაგონების წყაროდ შეგვიძლია ვაქციოთ.

 

პირველ დღის ჩაცმულობაში განსაკუთრებულ როლს კრემისფერი ტილოს ორეული თამაშობს, რომელიც 2021 წლის ზაფხულის ტრენდთა სათავეში დამსახურებულად მოექცა. ორეულს ანჯელინამ სადა თეთრი მაისური და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა.

ენჯის მეორე ლუქი მინიმალიზმის ნამდვილი დღესასწაულია - დახვეწილი თეთრი კაბა წელზე ქამრით და კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.

რაც შეეხება ანჯელინა ჯოლის მესამე ლუქს, Women for Bees-ის ღონისძიებაზე ანჯელინამ კრემისფერი აბრეშუმის კაბა მორიგო ყავისფერ სანდლებთან ერთად და სრულად მინიმალისტურ ჩაცმულობაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.

ზევით