ანჯელინა ჯოლის კლასიკური სტილი ლოს-ანჯელესში

Covid 19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. ბუნებრივია, ცვლილებები ჩვენ საყვარელ ცნობილ ადამიანებსაც შეეხოთ, რომელთა ნახვის ბედნიერება იშვიათად თუ გვეძლევა. გუშინ პაპარაცებმა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ანჯელინა ჯოლი ქალიშვილთან ზაჰარა ჯოლი-პიტთან ერთად შოპინგისას დააფიქსირეს. ანჯელინა ჯოლის ყოველდღიური სტილი ამჯერადაც კლასიკური, თუმცა თვალისმომჭრელი აღმოჩნდა. 

ოსკარის მფლობელმა მსახიობმა გრძელი თეთრი კაბა, Everlane-ის თრენჩ მოსაცმელი, Fendi-ს სანდლები და Dior-ის ხელჩანთა მოირგო და ლუქს დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი, ნაცრისფერი ფერის პირბადე შეუხამა.

ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილის, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ, ანჯელინამ მთელი თავისი ყურადღება, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ექვს არაჩვეულებრივ შვილს დაუთმო და თუ კი მსახიობის ახალ პაპარაცულ ფოტოებს გადაავლებთ თვალს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

ზევით