#ცნობილები

ანჯელინა შვილების ერთპიროვნულ მეურვედ რჩება, ბრედის შუამდგომლობა უარყოფილია

გაზიარება:

კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ, ბრედ პიტის საჩივარი მეურვეობის საქმის განახლების შესახებ უარყო, ანჯელინა ჯოლი რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულია - ის შვილების სრულ მეურვედ რჩება და ბრედს მხოლოდ მისი ნებართვით შეეძლება ბავშვებთან ურთიერთობა.

სექტემბერში, პიტის ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს უმაღლეს სასამართლოს საქმის განხილვის შესახებ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჯონ ოუდერკირკი დისკვალიფიცირებულ იქნა, ფაქტობრივად გააუქმა წინა გადაწყვეტილება, რომელიც პიტს მეტ დროს ანიჭებდა წყვილის ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

საქმე ანჯლინა ჯოლისა და ბრედ პიტის 5 მცირეწლოვან შვილს: 17 წლის პაქსს, 16 წლის ზაჰარას, 15 წლის შაილოსა და 13 წლის ტყუპებს ვივიენსა და კნოქს შეეხებოდათ. შვილების მეურვეობისთვის ბრძოლა ანჯელინასა და ბრედს შორის მათი დიდი კონფლიქტით დაიწყო, 2016 წლის სექტემბერში მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო სიახლემ, როდესაც ანჯელინამ მოულოდნელად"ოჯახის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის" სასამართლოში განქორწინების საბუთები შეიტანა.

ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლეს უფროსი ვაჟის მედოქსის წინააღმდეგ ცუდად მოპყრობაში ადანაშაულებდა, ამ დროს მათი პირველი შვილი 15 წლის გახლდათ. FBI-მ მალევე დაიწყო მოკვლევა ბრედ პიტის წინააღმდეგ, 2016 წელს FBI-მ განაცხადა, რომ მსახიობი თავისუფალი იყო ბრალდებებისგან.

ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა წყვილის განქორწინების საქმე 2019 წელს დასრულდა, თუმცა ანჯელინა და ბრედი მაინც აგრძელებდნენ მეურვეობისთვის ბრძოლას, როგორც ჩანს საქმეში, რომელსაც რეალურად გამარჯვებული არ ჰყავს - ანჯელინა ლიდერობს, ის 5 არასრულწლოვანი შვილის მეურვედ რჩება.

ზევით