#ცნობილები #მუსიკა

არიანა გრანდე და დალტონ გომესი დაქორწინდენ

გაზიარება:

27 წლის მომღერალი, არიანა გრანდე დაქორწინდა, როგორც დასავლური მედია იუწყება, არიანამ და მისმა რჩეულმა დალტონ გომესმა პატარა და ინტიმური ქორწილი გადაიხადეს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ 20 ადამიანი, წყვილის ნათესავები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.

ისინი დაქორწინდნენ! მთელს ოთახში ბედნიერება და სიყვარული ტრიალებდა, წყვილი და მათი მშობლები საოცრად კმაყოფილები არიან - განაცხადა, სანდო წყარომ.

არიანა გრანდემ სამომავლო ქორწინების შესახებ სიახლე დეკემბრის თვეში გაგვიზიარა, როდესაც სოციალურ ქსელში დალტონთან ერთად გადაღებული ფოტოები და ბრილიანტისა და მარგალიტის ნიშნობის  ბეჭედი გაგვიზიარა.

წყვილმა ურთიერთობა 2020 წლის იანვარში დაიწყო და ყველაფერი მალევე გახდა ოფიციალური. არიანა და დალტონი ერთად დიდ დროს ატარებდნენ, კარანტინის პერიოდიც ერთად გადააგორეს და როგორც ჩანს ამ პერიოდმა საკუთარი გრძნობებისა და არჩევანის სისწორეში ორივე დაარწმუნა. გომესმა ურთიერთობის დაწყებისთანავე სამუშაო ლოკაცია შეიცვალა და გრანდესთან ახლოს ლოს-ანჯელესში დასახლდა.

 

ზევით