ახალი ვარსკვლავური წყვილი - ლუსი ჰეილი და სკიტ ულრიხი ერთმანეთს ხვდებიან

ჰორიზონტზე ახალი ვარსკვლავური წყვილი გამოჩნდა, როგორც დასავლური მედია იტყობინება მსახიობები ლუსი ჰეილი და სკიტ ულრიხი ერთმანეთს ხვდებიან. სულ რამდენიმე დღის წინ, შეყვარებულების პირველი საერთო პაპარაცული ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში, დღეს კი გამოცემა E! იტყობინება, რომ ახალი რომანი ნამდვილად შედგა.

ისინი ძალიან ბევრ ადამიანს იცნობენ სამსახიობო წრიდან და მათი წყალობითვე დაახლოვდნენ

სანდო წყაროს ცნობით 31 წლის ლუსი ჰეილისა და 51 წლის სკიტ ულრიხის რომანი სულ ახალი რამაა მათ ცხოვრებაში. მსახიობებმა ერთმანეთი საერთო მეგობრებისგან გაიცნეს და მალევე დაახლოვდნენ. ისინი სულ ერთი თვეა, რაც ხვდებიან, თუმცა ძალიან დიდ დროს ატარებენ ერთად. წყაროსვე ცნობით, ლუსი სკიტს მომხიბვლელ მამაკაცად მიიჩნევს და საოცრად ახარებს ის ფაქტი, რომ ულრიხი ყურადღებიანი მამაა. სკიტს წინა ქორწინებიდან 19 წლის ტყუპები, ნაია და ჯეიკობი ჰყავს.

2020 წელს  Entertainment Tonight-თან საუბრისას, ლუსიმ გაამხილა, რომ კარანტინის პერიოდში თავს საოცრად მარტო გრძნობდა. "თუ კი თვითიზოლაციამ რამე მასწავლა, ეს უდავოდ ის ფაქრია, რომ მე მარტო ვარ და ეს სიმარტოვე საშინლად მძულს, თუმცა თუ კი მომავალში ვინმესთან ურთიერთობას დავიწყებ, მან თავი ბედნიერად უნდა მაგრძნობინოს, რადგან საკუთარი რუტინა უკვე ვიპოვე".

გაცნობის საიტებზე დავრეგისტრირდი, თუმცა არაფერი გამომივიდა, რადგან ძალიან ვნერვიულობდი, ამ საკითხში ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ

როგორც ჩანს, ლუსი ჰეილმა უკვე იპოვა ადამიანი, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს, როგორ განვითარდება წყვილი ურთიერთობა, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

ზევით