ბაგრატიონებს პირველი შვილი შეეძინათ

პრინც იოანე ბაგრატიონსა და მის მეუღლეს ქრისტინე ძიძიგურს პირველი შვილი 2021 წლის 19 იანვარს შეეძინა. ამის შესახებ იოანე ბაგრატიონმა საზოგადოებას საკუთარი Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით ამცნო. მშობლებმა პატარა პრინცის ბაგრატი დაარქვეს. 

იოანე და ქრისტინე ბაგრატიონი

დღეს 19 იანვარს, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე დაიბადა ჩვენი ვაჟი ბაგრატ ბაგრატიონი. გილოცავთ ყველას ნათლისღებას!

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ წყვილი ბავშვს ელოდებოდა, საჯარო დაახლოებით ერთვი თვის წინ გახდა. ახალი ამბავი ქრისტინემ საზოგადოებას ასევე საკუთარი Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით გაანდო.

მე და იოანე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ველოდებით ჩვენს პირველ შვილს 2021 წლის დასაწყისში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ქრისტინე ძიძიგური და იოანე ბაგრატიონი უკვე 6 წელია ერთად არიან, თუმცა წყვილმა 2018 წლის ზაფხულში, მცხეთაში, კერძოდ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა ჯვარი. ჯვრისწერა და საზეიმო მიღება მუხრანის სასახლეში გაიმართა, რომელსაც მე-16 საუკუნიდან ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ერთ-ერთი შტო - მუხრანბატონები ფლობდნენ.

ზევით