ჯო ბაიდენის ინაუგურაციის გამორჩეული მომენტები

ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრ სახლთან
ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრ სახლში შესვლის წინ

ამერიკა ისევ შესაძლებლობების ქვეყანაა! გაურკვევლობითა და დაძაბულობით აღსავსე საპრეზიდენტო მარათონისა და მომდევნო თვეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი კაპიტოლიუმში დადო. პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე წელს რადიკალურად განსხვავებულ გარემოში, უსაფრთხოების წესების გამკაცრებით, Covid 19-ის პროტოკილის დაცვითა და პრეზიდენტის წინამორბედის დასწრების გარეშე გაიმართა, თუმცა დღეს ტრადიციული ფოიერვერკისა და ამერიკელების ერთობის შესახებ მესიჯების გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია. The Diary-ის გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გამორჩეულ მომენტებს გთავაზობთ.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს
დონალდ ტრამპი თეთრ სახლს საპრეზიდენტო ვერტმფრენით ტოვებს

დილა თეთრი სახლიდან დონალდ ტრამპის წასვლით დაიწყო

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ამჯერადაც განსხვავებულობა არჩია და თეთრი სახლი საპრეზიდენტო ვერტმფრენით მეუღლესთან - მელანია ტრამპთან ერთად გამთენიისას დატოვა. ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა ახალ ადმინისტრაციას „დიდი წარმატება” უსურვა, თუმცა მისი „გზის გამგრძელებლის” სახელი არ უხსენებია.

ჯო ბაიდენი ეკლესიაში
ჯო ბაიდენი მესას მეუღლესთან ერთად ესწრება

ამავდროულად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ოჯახებთან ერთად დილის მესას დაესწრნენ

მესა წმინდა მეთიუს საკათედრო ტაძარში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ინაუგურაციის დღეს, მომავალი პრეზიდენტები მესას თეთრი სახლის წინ მდებარე, წმინდა ჯონის სახელობის ტაძარში ესწრებიან ხოლმე.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი კაპიტოლიუმში
დაუგ ემჰოფი, კამალა ჰარისი, ჯილ ბაიდენი და ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის კიბეებზე

ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმში 11 საათზე მივიდა

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი კაპიტოლიუმის კიბეებზე ჯილ ბაიდენთან, ვიცე პრეზიდენტ - კამალა ჰარისთან და მის მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. საკუთარი ადგილისკენ მიმავალი კი გზად ყოფილ უფროსს და ახლო მეგობარს - ბარაკ ობამას მიესალმა.

კამალა ჰარისი და ბარაკ ობამა
კამალა ჰარისის და ბარაკ ობამას შეხვედრა ინაუგურაციაზე

კამალა ჰარისისა და ბარაკ ობამას პირველი შეხვედრა

კაპიტოლიუმის სცენაზე, თავისი სკამისკენ მიმავალმა კამალამ და ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა „კოვიდური” მისალმება გაცვალეს. ისტორიულ შეხვედრას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ობამამ და ჰარისიმა ისტორია პირველი აფრო ამერიკელი პრეზიდენტისა და პირველი აფრო ამერიკელი ვიცე პრეზიდენტის რანგში დაწერეს.

კამალა ჰარისის ფიცი
კამალა ჰარისი ვიცე პრეზიდენტის ფიცს დებს

კამალა ჰარისმა ვიცე პრეზიდენტის ფიცი დადო

ლურჯ მოსასხამში გამოწყობილმა ჰარისმა კაპიტოლიუმის სცენასთან, თუ ტელე ეკრანებთან შეკრებილების წინაშე საზეიმო ფიცი 11 საათსა და 42 წუთზე დადო. ჰარისი პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი სამხრეთ-აზიელი ვიცე პრეზიდენტი გახდა.

ჯო ბაიდენის ფიცი
ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო ფიცს დებს

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი საგვარეულო ბიბლიაზე დადო

ამერიკის 46-ე პრეზიდენტს ფიცის დროს გვერდს მეუღლე - ჯილ ბაიდენი უმშვენებდა, რომელსაც ხელში ბაიდენების საგვარეულოს, მე-19 საუკუნის დროინდელი ბიბლია ეჭირა.

ვფიცავ, რომ ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი

ლედი გაგა ამერიკის ჰიმნი
ლედი გაგა ამერიკის ჰიმნს ასრულებს

კაპიტოლიუმის სცენაზე ვარსკვლავები გამოჩდნენ

ინაუგურაციაზე ჰიმნი ლეგენდარულმა - ლედი გაგამ შეასრულა. მომღერალი სცენაზე Schiaparelli Haute Couture-ის თვალისმომჭრელი კაბით და მანათობელი ღიმილით გამოვიდა.

ჯენიფერ ლოპესი ინაუგურაციაზე
ჯენიფერ ლოპესის გამოსვლა ინაუგურაციაზე

ასევე ემოციური იყო თეთრებში გამოწყობილი ჯენიფერ ლოპესის გამოსვლა, რომელმაც ამერიკული მიუზიკლების პოპური შეასრულა. მოგვიანებით კი სცენა ახალგაზრდა პოეტმა - ამანდა გორმანმა დაიკავა.

ბაიდენი ხელს პირველ დოკუმენტებს აწერს
ბაიდენის პირველი ხელმოწერა პრეზიდენტის რანგში

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი პირველ დოკუმენტებს მოაწერა

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის რანგში, ჯო ბაიდენმა ხელი 3 ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერა, მათ შორის ინაუგურაციის დღის გამოცხადების დოკუმენტს და კაბინეტის პოზიციის ნომინაციების საბუთებს.

ჯო ბაიდენი ინაუგურაციის აღლუმზე
პრეზიდენტი და პირველი ლედი ინაუგურაციის აღლუმზე

ბაიდენი თეთრი სახლის წინ ინაუგურაციის აღლუმს შეუერთდა

თეთრ სახლში შესვლამდე პრეზიდენტი პენსილვანია ავენიუზე შეკრებილებთან რამდენიმე წუთით გავიდა და მიესალმა. მათ შორის იყო ვოშინგტონის მერი - მიურელ ბოუსერიც.

ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრ სახლში შედიან
ბაიდენები თეთრ სახლში პირველად შედიან

ჯო და ჯილ ბაიდენები თეთრ სახლში საღამოს 4 საათზე შევიდნენ

მომავალი 4 წლის მანძილზე პრეზიდენტი ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან სახლში იცხოვრებს. ბაიდენი და მისი მეუღლე თეთრი სახლის შესასვლელში რამდენიმე წუთით შეჩერდნენ, შეკრებილებს მიესალმნენ და ერთმანეთს გადაეხვივნენ.

ბაიდენი თანამშრომლებს მიმართავს
ჯო ბაიდენი თეთრი სახლის თანამშრომლებს მიმართავს

პრეზიდენტი თეთრი სახლის თანამშრომლებს უპატივცემულობის გამო გათავისუფლებით დაემუქრა

ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ ერთმანეთის პატივისცემა მოსთხოვა. გასულ წლებში შექმნილი ტოქსიკური გარემოდან თავის დაღწევის მიზნით, პრეზიდენტი ყველას, ვინც თანამშრომლის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, პოზიციის დაკარგვას დაჰპირდა.

კლინტონი ბუში და ობამა
კლინტონმა, ბუშმა და ობამამ ბაიდენს წარმატება უსურვეს

ობამა, ბუში და კლინტონი 46-ე პრეზიდენტს გზას ულოცავენ

წინასწარ მომზადებულ ვიდეოში ამერიკის 42-ე, 43-ე და 44-ე პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენს წარმატება უსურვეს. ვიდეო ბუშის სიტყვებით დაიწყო:

ის ფაქტი, რომ დღეს სამივე ჩვენგანი აქ ვართ, ძალიან ბევრს ნიშნავს.

ბარაკ ობამამ ამავე მესიჯის მატარებელი სიტყვა წარმოთქვა.

ჩემთვის და მიშელისთვის ბუშების ოჯახის მიერ ჩვენი მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მხოლოდ მათ, ვისაც ვეთანხმებით. უნდა მოვუსმინოთ მათაც, ვისაც არ ვეთანხმებით.

ბილ კლინტონმა კი ბაიდენის მმართველობის დასაწყისს იმედიანი უწოდა.

დღეს თქვენი ხმა ჩვენთვის გაჟღერდა. ახლა ჩვენ უნდა წარგვიძღვეთ!

ჯო და ჯილ ბაიდენები ფოიერვერკს უყურებენ
პრეზიდენტი და პირველი ლედი ფოიერვერკით ტკბებიან

ინაუგურაციის დღე ტრადიციული ფოიერვერკით დასრულდა

პრეზიდენტი და პირველი ლედი პომპეზურ ფოიერვერკს თვალს თეთრი სახლის სამხრეთ ფრთიდან, ლურჯი ოთახის აივნიდან ადევნებდნენ. ფოიერვერის პარალელურად კი ქეითი ფერი ცნობილ ჰიტს - Firework ასრულებდა.

ქეითი ფერი ინაუგურაციაზე
ქეითი ფერი ინაუგურაციაზე სიმღერას Firework ასრულებს

 

ზევით