#ცნობილები #მოდა

ბელუჩი-კასელების ოჯახები გასული კვირის ჰაილაითებში

გაზიარება:

მართალია, იტალიელი ლამაზმანისა და ფრანგი გულთამპყრობლის მგზნებარე რომანი 2013 წელს დასრულდა, თუმცა მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის სახელებს ერთად ხშირად გაიგონებთ. ეს ხომ ბუნებრივიცაა, მათ ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ, ერთერთი მათგანი კი სწორედ ახლა ცდილობს მსოფლიოს დაპყრობას თავისი სილამაზით.

გასული კვირა ბელუჩი-კასელების ოჯახებისთვის ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჯერ 16 წლის დევა კასელი ვიხილეთ ELLE-ს გარეკანზე, მას ვინსენ კასელი და ტინა კუნაკი მოჰყვნენ, რომლებმაც Madame Figaro-ს გარეკანი, მოულოდნელი გამოჩენით დაამშვენეს, რაც შეეხება მონიკას, ის Cartier-ის სარეკლამო კამპანიის მთავარ სახედ მოგვევლინა.

დევა კასელი

წლის მანძილზე, უკვე მეორედ, დევა კასელილ ფრანგული გამოცემა ELLE-ს გარეკანს ამშვენებს. როგორც ჩანს 16 წლის გოგონას მშობლები, მისი მიღწევებით ძალიან ამაყობენ. მონიკა ბელუჩიმ სიახლე პირველებს, Instagram-ის მეშვეობით შეგვატყობინა წარწერით:

ჩემი დევას, კიდევ ერთი მშვენიერი გადაღება

დევა კასელი

თუ კი დევას ასაკს გავითვალისწინებთ, ახალგაზრდა გოგომ უკვე მოახერხა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოდის სამყაროში და დასახული მიზნისკენ სვლას ამავე ტემპში აგრძელებს. დევა კასელის პორტფოლიო ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიცაა Cartier და Dolce & Gabbana. ამ ეტაპზე დევა ფრანგულ სამოდელო სააგენტო Karin Models-თან თანამშრომლობს და სხვადასხვა გამოცემის გარეკანის მთავარ გმირად გვევლინება.

ვენსანი & ტინა 

ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ვარსკვლავური წვილების ფავორიტებად, პირველივე წუთებიდან ითვლებიან. მათი თითოეული გამოჩენა რეზონანსულია, გამოხმაურება კი ყოველთვის დადებითი. გასულ კვირას, ვენსანმა და ტინამ ერთგული გულშემატკივრები გაახარეს, ჯერ ფრანგული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის The Kooples ლუქბუქ ფოტოები გამოჩნდა, მას კი Madame Figaro-ს გარეკანი მოჰყვა.

ბრიტანელი ფოტოგრაფის, ლორი კოულსონის ობიექტივში 23 წლის მოდელმა და 54 წლის მსახიობმა ორი ლუქი მოირგეს: მკაცრად კლასიკური და "სახლური". რაც შეეხება Madame Figaro-ს გარეკანს, ვენსანი და ტინა მასზე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ. კუნაკს თეთრი ორეული და პიჯაკი ამშვენებდა, კასელმა კი კლასიკურ სტილს ჯინსის შარვალი შეუხამა.

მონიკა ბელუჩი

სამკაულების ბრენდ Cartier-ის ამბასადორი მონიკა ბელუჩი ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. არა ერთი თვალისმომჭრელი ლუქის მორგების შემდეგ, 56 წლის იტალიელმა ლამაზმანმა დაგვარწმუნა, რომ მისი სილამაზე ის მარადიული რამ გახლათ, რაც წლებთან ერთად მხოლოდ იზრდება.

მონიკა ბელუჩი

ზევით