#ცნობილები

ანა დე არმასთან დაშორების შემდეგ, ბენ აფლეკს ჯენიფერ გარნერი ამხნევებს

გაზიარება:

ჯენიფერ გარნერი ყოფილი მეუღლის, ბენ აფლეკის, მხარდაჭერას დღემდე აგრძელებს. 2015 წელს ჰოლივუდელი წყვილის განქორწინების შემდეგ, ჯენიფერმა და ბენმა შეძლეს და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, ამის საბაბი კი მათი სამი საერთო შვილი და ქორწინებაში ერთად გატარებული წლები გახდა.

ფილმ Deep Water-ის მთავარი როლის შემსრულებლების, ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის, ურთიერთობა ერთი წლის წინ დაიწყო. წყვილს გულშემატკივრები მალევე გამოუჩნდნენ, პაპარაცები კი მათ ხშირად ანებივრებდნენ ბენისა და ანას საერთო ფოტოებით. გასულ თვეს ურთიერთობა, რომელიც საოცრად რომანტიკული და მგზნებარე ჩანდა, უეცრად დასრულდა. როგორც დასავლური გამოცემა ET იუწყება ბენ აფლეკს ამ პერიოდში მხარდაჭერას ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერი უცხადებს.

ბენი თავს ბედნიერად და ჯანმრთელად გრძნობს, ანასთან დაშორებას უმკლავდება. მას მეგობრები და ჯენიფერ გარნერი ეხმარებიან 

სანდო წყაროს ცნობით, ბენ აფლეკი დროს საკუთარ თავს და შვილებს უთმობს. "ამ ეტაპზე ბენი საკუთარ თავზე ზრუნავს და მთლიანად ბავშვებზეა ფოკუსირებული. ის და ანა ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს და ვინ იცის რა მოხდება მომავალში". 

ზევით