ბილი აილიშის „ახალი ერის დასაწყისი“ - მომღერალი ახალი იმიჯით წარსდგა

სულ რამდენიმე დღის წინ, ბილი აილიში, მის ნიშად ქცეული შავი თმითა და მწვანე ომბრეთი გამოჩნდა Grammy-ს დაჯილდოების ცერემონიაზე და სახლში კუთვნილი ჯილდოებითაც დაბრუნდა, გუშინ კი Instagram-ზე „ახალი ერის დასაწყისი“ გაგვაცნო და 77 მილიონ გამომწერს ახალი იმიჯი წარუდგინა.

როგორც ჩანს აილიშმა ვარცხნილობა და თმის ფერი რადიკალურად შეიცვალა, გრძელი წინამოთი და ქერა თმით ბილი მართლაც რომ სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. მომღერლის ფანებმა წინასწარ იცოდნენ ბილის გეგმების შესახებ, „დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ ამას გააკეთებ, ეს იქნება ძველი ერის დასასრული და ახლის დასაწყილი“ - აღნიშნა ბილიმ რამდენიმე თვის წინ.

ბილი აილიშისთვის თმის ტრანფორმაცია ახალი ხილი სულაც არ არის. წლების განმავლობაში მომღერალს ხან ვერცხლისფერი, იასამნისფერი და ხანაც ლურჯის სხვადასხვა ტონალობის ფერში ჰქონდა თმა, თუმცა 2019 წლიდან აილიშთან მხოლოდ მწვანე ომბრე ასოცირდებოდა.

ბილის ბუნებრივი თმის ფერი ქერაა და როგროც ჩანს მომღერალიც საკუთარ საწყისს უბრუნდება.

 

ზევით