#ცნობილები #სილამაზე

ბიუთი პროდუქტები რომლებსაც ცნობილები თინეიჯერობის ასაკიდან მოიხმარენ

გაზიარება:

რა გახსენდებათ პირველი თქვენი თინეიჯერობის წლების გახსენებისას? - ალბათ იმ წლებისთვის დამახასიათებელი სილამაზის ტრენდები, მაგრამ ძალიან ცოტა კანის მოვლისა და მისი სიყვარულის შესახებ. ის ფაქტი, რომ საკუთარი სახის კანის მოვლა უპირველესად ჩვენივე თავების სიყვარულს გულისხმობს ნამდვილად პანაცეაა, თუმცა თინეიჯერობის წლები ბევრი სირთულით გამოირჩევა, რაც ხშირად მოზარდების სახის კანზე აღიბეჭდება და ხშირად კვალსაც ტოვებს, ამ პერიოდში კი ძალიან რთულია გიყვარდეს შენი თავი.

საკუთარი თავის მიმღებლობა უფრო ზრდასრული ასაკისთვის დამახასიათებელი თვისებაა, თინეიჯერობისას კი უბრალოდ ვცდილობთ ვიპოვოთ საუკეთესო პროდუქტები და ბრენდები, რომლებიც ჩვენი სახის კანს გამოაჯანმრთელებენ. მსგავსი ჯადოსნური პროდუქტებ შესაძლოა ჩვენი ცხოვრების მეგზურნიც კი გახდნენ.

ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერი ერთერთი ყველაზე ცნობილი მსახიობია მსოფლიოში, მისი კანის სიჯანსაღისა და ბზინვარების საიდუმლო კი საკმაოდ გამაოგნებელია. აღმოჩნდა, რომ ენისტონი თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული Neutrogena-ს გამწმენდ საპონზეა შეყვარებული, რომლის შეძენა, სულ რაღაც 3 დოლარად შეგიძლიათ.

 

 

Dermatologist-Recommended Original Face Soap Bar with Glycerin 

ყიდვა

დრიუ ბერიმური

ბერიმურის ფავორიტებში მიცელარული წყალი - Bioderma's Sensibio H2O აღმოვაჩინეთ, რომელიც აგრეთვე, არა ერთი ცნობილი ადამიანის საყვარელი პროდუქტია. დრიუმ, პროდუქტის შესახებ Instagram-ზე ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მიცელარული მისი თინეიჯერობის წლების საყვარელი შენაძენია.

 

 Bioderma's Sensibio H2O

ყიდვა

კონსტანს ვუ

სახის ორმაგი წმენდის მოყვარული მსახიობი პირველ საფეხურზე უპირატესობას ზეთოვან საწმენდს ანიჭებს, რომელიც ხშირად იცვლება მის რუტინაში, აი უცვლელად კი ყოველთვის მეორე საფეხური რჩება - Clearasil-ის სახის დასაბანი საშუალება. 

Clearasil-ის სახის დასაბანს სერიოზულად ვიყენებ, ის ჩემი ფავორიტი პროდუქტი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდანაა.

 

Clearasil Rapid Rescue, Deep Treatment Wash 

ყიდვა

ოლივია კულპო

4.7 მილიონი გამომწერით Instagram-ზე ოლივია ყოველთვის ფორმაშია, მისი სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქტები ხშირად იცვლება, თუმცა ერთადერთი მუდმივი მის ცხოვრებაში საყვარელი სურნელი - Dolce & Gabbana's Light Blue-ა, რომელიც კულპომ თინეიჯერობისას აღმოაჩინა და მას შემდეგ მისი ერთგული მომხმარებელი რჩება.

 

Dolce & Gabbana's Light Blue

ყიდვა 

ემა უოთსონი

მსოფლიოში ერთერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი ყურადღების ცენტრში ბავშვობიდან მოექცა. ემასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თინეიჯერობის პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც გოგონა მონდომებით ცდილობდა სახის კანის ყოველი გამონათება დროულად ჩაეხშო. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ემამ ბრენდი Évolué, რომლის დასაბანსა და მაკიაჟის მოსაშორებელ პროდუქტებს მსახიობი დღემდე უდიდეს რეკომენდაციას უწევს.

 

Gentle Cleanser and Makeup Remover

ყიდვა

 ქეით ბოსვორთი

მსახიობის სახის კანი საოცარი სიგლუვით, ჯანსაღი იერითა და ბზინვარებით გამოირჩევა, რაც პირველ ყოვლისა მისი სახის დასაბანი საშუალების Epicuren's Herbal Cleanseის დამსახურებაა, ქეითმა ეს პროდუქტი სკოლის პერიოდში აღმოაჩინა. Byrdie-სთან მიცემულ ინტერვიუში ბოსვორთმა განმარტა, რომ როგორც დილის, აგრეთვე ღამის რუტინაში ის სწორედ ამ პროდუქტს ირჩევს.

Caption
 

 Epicuren Herbal Cleanser

ყიდვა

ქეით ჰადსონი

ქეითი ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის გოლდი ჰოუნის ქალიშვილია. სწორედ დედამ მისცა თინეიჯერ ქეითს პირველი Crème de la Mer-ის ფლაკონი და მას შემდეგ ეს სახის დამატენიანებელი საცხი მსახიობისთვის შეუცვლელ პროდუქტად იქცა.

 

Crème de la Mer Moisturizer

ყიდვა

ზევით