#ცნობილები #კინო

ბლეიკი და რაიანი 10 წლის შემდეგ პირველ პაემანს დაუბრუნდნენ

გაზიარება:

მსოფლიოში ყველაზე არაორდინალურმა წყვილმა პირველი პაემნის 10 წლის იუბილე აღნიშნა და ეს მოვლენა გამომწერებსაც გაუზიარა, რა თქმა უნდა, დიდი დოზით იუმორითა და სიყვარულით. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ბოსტონის საყვარელ რესტორანს  o ya-ს ესტუმრნენ, მისი დატოვების შემდეგ თვითფოტოც გადაიღეს, რომელიც რაიანმა პირად გვერდზე გააზიარა, თუმცა ფოტოს მოჭრის დროს დიდი შეცდომა დაუშვა და ბლეიკის საყურეები კადრს  მიღმა დატოვა, რისი გამოსწორებაც მალევე მოუწია.

საერთო ფოტოსურათი ბლეიკმაც გააზიარა საკუთარ გვერდზე და აღწერაში აღნიშნა, რომ 10 წლის შემდეგ, პირველ პაემანზე ბევრად კომფორტული ფეხსაცმელებით წავიდნენ. 

 

ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსის რომანის შესახებ ცნობილი 2011 წელს გახდა, როდესაც პაპარაცებმა, ბლეიკი რაიანის ბოსტონის სახლის დატოვებისას დააფიქსირეს. თუმცა ეს ოქტომბრის თვეში მოხდა და თუკი წყვილმა 10 წლის იუბილე პირველი პაემნიდან 31 ივლისს აღნიშნა, მაშინ გამოდის, რომ თვეების განმავლობაში ისინი რომანს ოსტატურად მალავდნენ.

ბლეიკმა და რაიანმა 2012 წელს საიდუმლოდ იქორწინეს, წყვილს 3 ქალიშვილი: ჯეიმს, ინეზ და ბეტი რეინოლდსები ჰყავს.

ზევით