ბრედ პიტის ქალიშვილმა შაილომ სოციალურ ქსელში მამის გვარი წაშალა

სკანდალები ჯოლი-პიტის ოჯახის გარშემო არა და არ მთავრდება. წყვილი, რომელმაც განქორწინების საბუთები 2016 წელს შეიტანა სასამართლოში, ამ პროცესის დასრულებას წლები ცდილობდა. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, ოდესღაც მსოფლიოს ყველაზე კაშკაშა წყვილი, ექვსი შვილის მეურვეობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლა ანჯელინას გამარჯვებით დასრულდა, რადგან მან მთავარი მეურვის სტატუსი მიიღო და შვილებიც დიდ დროს სწორედ დედასთან ატარებენ.

ბრეტ პიტს კი ამ გადაწყვეტილების შეცვლა სურს და 50/50 მეურვებისთვის იბრძვის. თუმცა, არიან კი შვილები მამის მხარეს? ბრედის საყვარელმა ქალიშვილმა შაილომ სოციალური ქსელის დახურულ პროფილზე მამის გვარი წაშალა და მხოლოდ ჯოლი დატოვა. როგორც დასავლური გამოცემები იტყობინებიან, ეს ანჯელინას გავლენის დამსახურებაა და მათივე რწმუნებით ჯოლი შვილებს მამის წინააღმდეგ განაწყობს.

სრულიად განსხვავებულ სიტუაციაზე საუბრობდა ანჯელინა ჯოლი Vogue-სთან მიცემულ ინტერვიუში, სადაც მსახიობი გამოცემის მარტის ნომერს ამშვენებს. ანჯელინამ განაცხადა, რომ სახლი ბრედთან ახლოს სპეციალურად შეიძინა, რათა შვილებს მამის ნახვის და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ჰქონოდათ.

არავინ იცის, ზუსტად რატომ მიიღო შაილომ ეს გადაწყვეტილება, იყო ეს მამასთან კონფლიქტით, დედასთან შეთანხმებით თუ უბრალოდ დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილება.

ზევით