#კინო #სილამაზე #მოდა

„ბრიჯერტონის“ ეფექტი: როგორ დაუბრუნდა მოდას კორსეტი

გაზიარება:

ჯულია ქუინის ისტორიული რომანების კინოადაპტაციამ  უმოკლეს დროში მოახერხა ჩვენი გულების დაპყრობა. თუმცა, რა გასაკვირია, covid 19-მა საჭიროზე მეტი თავისუფალი დრო გამოგვიყო, შონდა რაიმსის ახალმა პროექტმა კი როგორც ყოველთვის ეკრანებს მიგვაჯაჭვა. სერიალი, რომლის დებიუტიც სულ რაღაც ერთი თვის წინ შედგა, სიყვარულის, სკანდალების, საიდუმლოებების, ესთეტიკისა და დიდი რაოდენობით იუმორის კრებულია.

გარდა იმისა, რომ „ბრიჯერტონი“ Netflix-ზე ნახვების რეკორდულ მაჩვენებელს ამყარებს, აღმოჩნდა, რომ მისი ეფექტის წყალობით მოდაში მოულოდნელი ტრენდი იმკვიდრებს თავს და კორსეტი, ისე როგორც არასდროს, კვლავ მოდური ხდება. გასული საუკუნეების შეუცვლელი ატრიბუტი, რომელიც ქალის სხეულის „იდეალურ“ ფორმირებაზე იყო პასუხისმგებელი, ახლა უფრო შემწყნარებლური ვარიანტით გვიბრუნდება.

კორსეტებს და ამავე სტილის ტოპებსა თუ კაბებს განსაკუთრებული მომენტი აქვთ მაღალი მოდის სახლების უახლეს კოლექციებშიც, Prada-მ უკვე წარადგინა შავი, მინიმალისტური ნეილონის კორსეტი, Dolce & Gabbana-მ არჩევანი გამჭვირვალე სილუეტზე შეაჩერა შავ და ვარდისფერ ფერებში, Dior-მა კი არც მეტი, არც ნაკლები 1,750 ფუნტ სტერლინგად შეფასებული კორსეტ-ქამარი წარმოგვიდგინა. 

The Diary გთავაზობთ რამდენიმე მოდელს ინსპირაციისთვის:

 

DION LEE - CROPPED CORSET TOP

ყიდვა

 

BUSTIER WITH DELICATELY RUCHED BUST

ყიდვა

 

 MARQUES'ALMEIDA - FLORAL BROCADE CORSET

ყიდვა

ზევით