#Modern Day Cinderella

#ModernDayCinderella - ბრიტანი ქსავიერის საოცარი ისტორია

გაზიარება:

თანამედროვე კონკიას ისტორია პრინცის მოლოდინით არ იწყება. ის ნიჭიერი, იდეებით აღსავსე და საინტერესო გოგოა, რომლის ზღაპარიც მას შემდეგ იწყება, რაც საკუთარი თავის “გადარჩენას” თავადვე გადაწყვეტს. The Diray სოციალური მედიის ვარსკვლავებს გაგაცნობთ, რომლებმაც რთული წარსულის, ხელშემწყობი ფაქტორების არარსებობის, თუ მარტოდ დარჩენის მიუხედავად, საკუთარი თავის რებრენდინგი მოახერხეს და სოციალური მედიის საშუალებით წარმატებული კარიერა შეიქმნეს.

brittany xavier, instagram, ბრიტანი ქსავიერი, ბლოგერი

ამჯერად ჩვენი Cinderella ამერიკელი Fashion ბლოგერი - ბრიტანი ქსავიერია. ლამაზმანს Tik-Tok-ზე 4.3 მილიონი, ხოლო Instagram-ზე 1.7 მილიონი მიმდევარი ჰყავს.


ახალგაზრდა დედა ინტერნეტ მომხმარებელმა მოდის ბლოგების საშუალებით გაიცნო, სადაც ის Fashion Look-ების შექმნას ბიუჯეტურად გვასწავლიდა.

ბრიტანი ქსავიერი, მმოდის ბლოგერი

ბრიტანის ბავშვობა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა. ის ლოს-ანჯელესში, დაბალი ფენის ოჯახში დაიბადა, სადაც შემომტანი მხოლოდ ერთი მშობელი გახლდათ. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ბრიტანი დაორსულდა.

brittany xavier with her daughter jaden

19 წლის ასაკში დედობა ისედაც რთული იქნებოდა, მაგრამ ამას ისიც დაემატა, რომ ახალგაზრდა ქალი ახალი ამბის გაგებიდან 10 დღეში ბავშვის ბიოლოგიურ მამას დაშორდა და საცხოვრებლად მშობლების სახლში დაბრუნდა. მაშინ ბრიტანი უკვე კოლეჯში სწავლობდა, ამიტომ 1 წლიანი შესვენების აღებაც მოუწია. დედობის შესახებ ბრიტანი თავის ერთ-ერთ ვლოგშიც გვიყვება. 

ბრიტანის ქალიშვილი - ჯეიდენი სამყაროს 2007 წელს მოევლინა. 20 წლის მარტოხელა დედა კოლეჯში დაბრუნდა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა განაგრძო. კოლეჯის დასრულების შემდეგ ბრიტანიმ უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა გამოცდების წარმატების ჩაბარების შემდეგ მიხვდა, რომ იურიდიული მიმართულებით წასვლა ჯეიდენისთვის უდედოდ დარჩენას ნიშნავდა, ამიტომ მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში, მარკეტინგის განყოფილებაში დაიწყო.

brittany xavier daughter, young, blogger

ჯეიდენის დაბადების შემდეგ ბრიტანი პირად ცხოვრებაზე ნაკლებად ფიქრობდა. მეტიც, თვლიდა, რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო, თუმცა მალევე გაიცნო ენტონი, რომელსაც ცალსახად აუხსნა, რომ მისთვის პრიორიტეტი ყოველთვის ქალიშვილი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ენტონიმ ბრიტანისთან შეხვედრა განაგრძო და 6 თვის თავზე საყვარელი ქალის შვილიც გაიცნო.

brittany xavier and husband antony

ენტონის გაცნობის შემდეგ ჯეიდენმა მითხრა, რომ ის ნამდვილ პრინცს ჰგავდა. მათი სიყვარული პირველივე შეხვედრისთანავე დაიწყო.

ბრიტანი ქსავიერი და მისი რჩეული 2012 წელს დაინიშნნენ და 1 წლის თავზე იქორწინეს. ლამაზმანს მოდური ბლოგების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ენტონისთან ერთად საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდა. ქორწილების შესახებ პირადი გამოცდილების გარდა დიდი არაფერი იცოდა, მაგრამ მოდაში კარგად ერკვეოდა, ამიტომ ბლოგების გადაღება ბიუჯეტური ქორწილების შესახებ გაიწყო.

brittany xavier wedding

ბრიტანის ბლოგებს კომპანიები მალევე გამოეხმაურნენ და მისთვის სამოსის გაგზავნაც დაიწყეს. ერთ დღესაც ქსავიერს თანამშრომელმა ურჩია, რომ ბლოგებში მოხვედრის მსურველი ბრენდებისთვის თანხა მოეთხოვა.

არ მეგონა ბრენდები ამაში ფულს თუ გადაიხდიდნენ, მაგრამ მაინც ვცადე. პირველივე კომპანიამ რამდენიმე პაკეტს შორის ყველაზე ძვირიანი აარჩია.

მალე ბლოგებში სოლიდური თანხების გადახდა ბევრმა კომპანიამ დაიწყო. ისინი ბრიტანის თავად უკავშირდებოდნენ და მის ბლოგებში ჩასმას სთხოვდნენ. საქმე იმდენად კარგად წავიდა, რომ ბრიტანიმ სამსახური მიატოვა და ინფლუენსერად მუშაობა სრულ განაკვეთზე დაიწყო.

britanny xavier, fashion blogger

ბრიტანი ქსავიერის საოცარი წარმატების ბიძგი კი 2015 წელს ჩატარებული Bloglovin’ Awards-ის დაჯილდოება გახდა, სადაც ბრიტანიმ წლის Fashion ბლოგერის სტატუსი დაიმსახურა. ამის შესახებ ინფლუენსერი ვრცლად თავის youtube ვლოგშიც გვიყვება.

გასული წელი კი ბრიტანის ცხოვრებაში ყველაზე მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ქსავიერი მეორე ბავშვზე დაფეხმძიმდა, მან და ენტონიმ კი პირველი საკუთარი სახლი შეიძინეს. ბრიტანის უფროსი ქალიშვილი - ჯეიდენი დღეს 14 წლისაა და დედის საუკეთესო მეგობარია.

brittany xavier, newborn baby, family

ბრიტანი ქალიშვილს ხშირად უწყობს სიურპრიზებს და ვიდეოებს Tik-tok-ზე ხშირად გვიზიარებს. ბრიტანი, ენტონი და ჯეიდენი ოჯახის ყველაზე პატარა წევრს ერთად ზრდიან, 35 წლის ინფლუენსერი კი სამოსის საკუთარი ბრენდის გამოსაშვებად ემზადება.

ზევით