#ცნობილები #კინო

ქამერონ დიასი დედობით ტკბობასა და ტელეეკრანებზე დაბრუნების შესახებ ალაპარაკდა

გაზიარება:

შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი საყვარელი მსახიობის, ქამერონ დიასის ახალი ფილმი დიდ ეკრანებზე აღარ გვინახავს. Bad Teacher-სა და The Other Woman-ის ვარსკვლავი კინოინდუსტრიას მოულოდნელად ჩამოსცილდა და როგორც აღმოჩნდა დაბრუნებას ახლო მომავალში არც აპირებს.

ამერიკული რადიო გადაცემა Quarantined with Bruce-ის ეთერში 48 წლის ქამერონმა, თავისი ახალი ღვინის ბრენდის Avaline-ს შესახებ ისაუბრა, რასაკვირველია, საუბარი ქამერონის დედის ამპლუამდე და ტელეეკრანებიდან გაქრობამდეც მივიდა. როგორც აღმოჩნდა, დედად გახდომამ დიასის ცხოვრებისეული პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა.

მონაწილეობას მივიღებ თუ არა ახალ პროექტში? ამისკენ ნამდვილად არ მივილტვი, მაგრამ გავაკეთებ კი ამას? - უმჯობესია არასოდეს თქვა არასოდეს

„არ წარმომიდგენია ვიყო დედა ჩემი ქალიშვილის და მისი პირველი წელი გადასაღებ მოედანზე გავატარაო, 14 თუ 16 საათით მისგან შორს“ - განაცხადა მსახიობმა. შეგახსნებეთ, რომ ქამერონ დიასი და მომღერალი ბენჯი მადენი 2015 წელს დაქორწინდნენ, მათ საერთო ქალიშვილი ერთი წლის რადიქსი ჰყავთ. ბენჯი მუსიკალური კარიერთითაა დაკავებული, ქამერონი კი ორგანული ღვინოს საკუთარ ხაზს უწევს პოპულარიცზაციას.

თავს საოცრად ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ქალიშვილთან ერთად ყოფნა შემიძლია, ეს უდიდესი პრივილეგიაა და მე საოცრად მადლიერი ვარ.

ზევით