ლიზა ყენიას გრემის ნომინანტებს შორის მოხვედრის შანსი აქვს
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ქართველ არტისტებს, ლიზა ყენიასა და აზიკო ფილიას, ტრეკით Sacrifice, შანსი ეძლევათ, გრემის ნომინანტების სიაში მოხვდნენ.
ვირტუოზული საშემსრულებლო მანერითა და ქარიზმით ცნობილი, მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩას ამშვენებს.
ხატია, რიგით 78-ე კინოფესტივალის გახსნის დღეს ფილმ Madres Paralelas გლამურულ ხალიჩაზე გამოჩნდა და შავ კაბაში გამოწყობილმა Cartier-ის სამკაულებითა და მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი მაკიაჟით გაიბრწყინა. ხატია ბუნიათიშვილი, სამკაულებისა და საათების წამყვანი ფრანგული ბრენდის, Cartier-ის საერთაშორისო ელჩი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა და ბრენდის სახელით პირველი დიდი გამოჩენითაც გაგვანებივრა.
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 6 წლიდან ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას, ხატია თითქმის 20 წელია, რაც ევროპის ქვეყნებში, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე კონცერტებს მართავს. მისი სახელი ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა: Carnegie Hall ნიუ-იორკში, Wigmore-Hall და Royal Albert Hall ლონდონში, Musikverein ვენაში, ბერლინის ფილარმონია, მონაკოს ოპერა და სხვა.