შარლოტა კაზირაგი Chanel-ის ამბასადორის მოვალეობების შესრულებას შეუდგა

გრეის კელის შვილიშვილი, შარლოტა კაზირაგი, ფრანგული მოდის სახლ Chanel-ის ამბასადორის მოვალეობების შესრულებას აქტიურად შეუდგა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარლოტა Chanel-თან თანამშრომლობას და ბრენდის წარმომადგენლის სახელით მოღვაწეობას იწყებდა, ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში გავრცელდა. მონაკოს პრინცესას შვილიშვილი უკვე ვიხილეთ ფრანგული მოდის სახლის სარეკლამო ვიდეორგოლში, შემდეგი ნაბიჯი შარლოტასათვის პროქტ Rendez-vous littéraire rue Cambon-ში ჩართვა აღმოჩნდა.

შარლოტა კაზირაგი

Chanel Haute Couture-ის ატელიეში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე შარლოტა კაზირაგი და ფრანგი მწერალი სარა შიში, ლიტერატურის ისტორიკოს ფანი არამასთან ერთად, მწერალსა და ფსიქოანალიტიკოს ლუ ანდერეას-სალომეს შემოქმედებაზე საუბრობდნენ. შარლოტას თქმით: "მას არა მხოლოდ ურთიერთობა ჰქონდა თავისი დროის ყველაზე გენიალურ მოაზროვნეებთან, არამედ თავადაც ერთერთი მათგანი გახლდათ, დიდებული ორატორი, ფსიქოლოგი, თეორეტიკოსი და მწერალი".

შეხვედრა, ლუ ანდრეას-სალომეს შემოქმედებიდან ნაწყვეტების კითხვით დაიწყო, მოგვიანებით კი ქალბატონებმა საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს, როდესაც პირველად გადააწყდნენ ამ საოცარი პიროვნების ნამუშევრებს. შარლოტა პირველად ლუ ანდრეას-სალომეს შემოქმედებას 17 წლის ასაკში, კარლ ლაგერფელდის დამსახურებით ეზიარა, შიში კი სრულიად შემთხვევით გადააწყდა მის ერთერთ წიგნს გამყიდველთან.

ზევით