#მოდა

კრისტიან სირიანომ 2025 წლის საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა

გაზიარება:

ნიუ-იორკის ლეგენდარულ Pierre Hotel-ის კედლებში საზოგადოებამ კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო იხილა. შემოქმედი კი დიზაინერი, კრისტიან სირიანო იყო, რომელმაც 2025 წლის გაზაფხულის სეზონის კოლექცია წარადგინა. შოუს დაწყებისთანავე, სასტუმროს ტერიტორია ფანტასტიკური სიუჟეტებიდან გადმოსული პერსონაჟებით გაივსო. კოლექცია, როგორც სირიანო ამბობს, ძმები გრიმების შავ-ბნელი ზღაპრების სამყაროში გვამოგზაურებს.

Pierre Hotel-ი ტირიფის ხეებით, ხავსით, ცოტა კვამლითა და ბინდისფერი განათებით ჯადოსნურ ტყეს დაემსგავსა. შავ და თეთრ ფერებში გამოწყობილი მოდელები სამოსს სცენის შუაგულში მდგარი ტირიფის ხისა და ყვავილებით გაფორმებული პოდიუმის ფონზე წარადგენდნენ. მათ შორის ერთ-ერთი კი, ქართველი მოდელი, თათია ახალაიაც გახლდათ. ჩვენებას წინა რიგებიდან ტიფანი ჰედიში, ლილ კიმი და სინდი ლაუპერი ადევნებდნენ თვალს.

კრისტიან სირიანო, 2025 Spring Ready-to-Wear fashion show, christian siriano, tatia akhalaia, თათია ახალაია
თათია ახალაია კრისტიან სირიანოს კაბაში

ამ სეზონის სამოსი დიზაინერის გრძნობებს გამოხატავს. "მთელს ამ სიბნელეს ვგრძნობდი, თუმცა საღამოობით გლამურის ხასიათზე ვიყავი-ხოლმე"- ამბობს კრისტიანი. და მართლაც, ეს კოლექცია შავ-ბნელი სამყაროს რომანტიკულ და გლამურულ სახეზეა, რომელიც ადამიანის ორ მხარეს, ბედნიერსა და უბედურს, ბოროტსა თუ კეთილს გვაჩვენებს.

ლილ კიმი, Lil' Kim, Christian Siriano, კრისტიან სირიანო
ამერიკელი რეპერი ლილ კიმი ჩვენებას კრისტიან სირიანოს სამოსში გამოწყობილი დაესწრო

შოუს გამხსნელი ლუქი შავი ტყავის კაბა გახლდათ მოშიშვლებული მხრით. პირველი 17 სილუეტის შემდეგ, პოდიუმი თეთრმა კოსტიუმებმა მოიცვა. ჩვენების სტუმრებმა შავ-ბნელი სამყაროდან უეცრად ბედნიერი პატარძლებისა და ნიმფების გარემოცვაში გადაინაცვლეს.

კრისტიან სირიანო, 2025 Spring Ready-to-Wear fashion show, christian siriano, jessica stam, ჯესიკა სტემი

მოდის სამყაროში დიზაინერს მოცულობითი სილუეტებითა და გრანდიოზული კაბებით იცნობენ. სირიანომ საფირმო ხელწერას არც ამ სეზონზე უღალატა და რამდენიმე ისეთი კაბა შემოგვთავაზა, რომლებსაც წითელ ხალიჩაზე, რომელიმე A-lister-ის სხეულზე აუცილებლად ვიხილავთ.

კრისტიან სირიანო, 2025 Spring Ready-to-Wear fashion show, christian siriano

მიუხედავად იმისა, რომ კოლექციაში ბევრი ფერი არ იყო გამოყენებული, მრავალფეროვნების ნაკლებობას დიზაინერს ვერავინ დასწამებს. გამჭვირვალე, მაქმანიანი სამოსი შოუს წამყვანი ხაზი გახდა. "როცა ეს სამოსი გაცვია, ისე ჩანს, თითქოს ის მთელ სხეულზე ტატუირებულია" - აღნიშნა დიზაინერმა. მართლაც, მოდელებს შორიდან რომ შეხედო, მათ თითქოს არაფერი აცვიათ და იფიქრებ, ჭაობიდან ამოსულებმა პირდაპირ პოდიუმზე გადმოინაცვლესო.

კრისტიან სირიანო, 2025 Spring Ready-to-Wear fashion show, christian siriano

კოლექციის შექმნისას სირიანომ თეთრისა და შავის გარდა, სხვა რამდენიმე ფერის გამოყენებით, საინტერესო დიზაინები შემოგვთავაზა. ამის ნათელი მაგალითია ვარდისფერი, ღია იასამნისფერი და ლურჯი სამოსი. განსაკუთრებით თვალისმომჭრელი კი დიდი ზომის ქვედაბოლოები და კაბებია.

ბუნებრივია, რომ ტყის, ბუნების, ელფებისა და ნიმფების საცხოვრებლით შთაგონებულ კოლექციაში, ყვავილები მრავლად გვხვდება. შოუს მთავარი გმირები ჯესიკა სტემი და კოკო როშა იყვნენ, რომლებიც სირიანოს ვერცხლისფერი ფერიების როლში გამოჩნდნენ. მოდელებს გამოყვანილი კაბები ეცვათ. კოკო მთლიანად ვერცხლისფერი იყო, ჯესიკას კი გამჭვირვალე, ტყის ელემენტებით ნაქარგი კაბა ამშვენებდა.

კოკო როშა, ჯესიკა სტემი, Coco Rosha, Jessica Stam, Cristian siriano, ქრისტიან სირიონო

კოლექციას მისტიკურობას მოდელების მაკიაჟიც სძენდა. კრისტიანოს მოდელებს თვალები შავი ჩრდილებით ჰქონდათ შეღებული. ისინი დიზაინერის შემოქმედებას გამჭოლი მზერითა და საშიში გამოხედვით წარადგენდნენ.

ფოტო: Vogue

ზევით