#კინო

ჩვენი მე-7 მეგობარი - ჯეიმს მაიკლ ტაილერი 59 წლის ასაკში გარდაცვალა

გაზიარება:

საკულტო სატელევიზიო სერიალის Friends-ის ჩვენი რჩეული მე-7 მეგობრის და შეუცვლელი პერსონაჟის განტერის როლის შემსრულებელი ჯეიმს მაიკლ ტაილერი, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯეიმსი სიმსივნესთან საკმაოდ რთულ ბრძოლაში იყო ჩართული, რამდენიმე თვის წინ მსახიობმა გაამხილა, რომ მას მე-4 სტადიის კიბო აღმოაჩნდა, სამწუხაროდ ეს ომი ვერაგი დაავადების გამარჯვებით დასრულდა და ჩვენც სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა გამომშვიდობება საყვარელ პერსონაჟთან.

Central Perk-ის ჩვენმა უიღბლო, თუმცა ყველაზე საყვარელმა მენეჯერმა 2021 წლის ივნისში, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას 2018 წელს პროსტატის, მე-4 სტადიის კიბო აღმოაჩნდა.

"სამყარო მას განტერად იცნობა, თუმცა მაიკლის საყვარელი ადამიანები მას მსახიობად, მუსიკოსად, სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების ადვოკატად და მოსიყვარულე მეუღლედ იცნობდნენ" - ნათქვამია მაიკლის ოჯახის განცხადებაში.

ჯეიმს მაიკლ ტაილერის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი კოლეგები ჯენიფერ ენისტონი და კორტნი კოქსი გამოეხმაურნენ. "Friends არასოდეს იქნებოდა ასეთი შენ გარეშე. მადლობას გიხდით იმ მხიარულებისთვის, რომელიც ამ შოუს და ჩვენს ცხოვრებას შემატე. ძალიან მოგვენატრები" - დაწერა ჯენიფერმა Instagram-ზე.

მადლიერება, რომელიც ოთახში შემოგქონდა და ყოველ დღე გვაჩვენებდი, სწორედ ის მადლიერებაა, რომელსაც შენი გაცნობის პატივისთვის ვგრძნობ. მშვიდად განისვენე ჯეიმს - დაწერა კორტნიმ.

მაისში, Friends-ის დიდი გაერთიანების დროს ჯეიმსი შეხვედრას Zoom ვიდეოზარით ჩაერთო, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მსახიობმა პირადად გაერთიანებაზე დასწრება ვერ მოახერხა, სწორედ მაშინ იმ ვიდეოზარში, ჯეიმსმა განაცხადა: "ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი 10 წელი ჩემს ცხოვრებაში, გულწრფელად". ეს 10 წელი ჩვენთვისაც დიდი პატივი იყო განტერ, მშვიდად განისვენე.

ზევით