#ცნობილები

ცნობილი ქართველები და მათი ოთხფეხა მეგობრები

გაზიარება:

ჩვენი ცხოვრების ყველაზე ერთგული თანამგზავრნი ხშირად ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არიან. ძაღლების წყალობით თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გვერდით საუკეთესო მეგობარი თუ კამპანიონი დაიგულოთ. ძაღლების ყოლის უამრავი საბაბი არსებობს, იქნება ეს მათი დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე თუ დაცულობის მუდმივი შეგრძნება. ბავშვობის ოცნების ასრულებას ბევრი ადამიანი ზრდასრულ ასაკშიც ვერ ბედავს, თუმცა სულ ტყუილად, ამაში კი ცნობილი ქართველები და მათი ოთხფეხა მეგობრები დაგარწმუნებენ.

ელენიკო რუხაძე

ცნობილი Instagram ბლოგერის, TikTok-ერისა და უბრალოდ ქართულ სოციალურ სივრცეში ყველაზე პოზიტიური ადამიანის ოჯახში მატებაა. ელენიკო რუხაძემ სულ რამდენიმე კვირის წინ ოცნება აიხდინა და ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლი, სახელად ბობი აიყვანა.

 

სალომე ღვინიაშვილი 

ცნობილმა ქართველმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ოჯახთან ერთად, პატარა თოვლის გუნდას დაბადების დღე აღნიშნა და იუბილე ძაღლისთვის შექმნილი ტორტით აღნიშნა.

 

ანუკი არეშიძე

 დიზაინერ ანუკი არეშიძესა და თბილისის მერის, კახი კალაძეს სახლი ცხოველების სიმრავლით გამოირჩევა. წყვილს საკმაოდ ბევრი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს და ანუკიც მათ სახალისო ვიდეოებს ხშირად Instagram Story-ში გვიზიარებს.

 

თეონა ჩაჩუა

Instagram თუ Youtube ბლოგერების ცნობილ ოჯახს, არანაკლებ ცნობილი და საყვარელი ოთხფეხა მეგობარი გრუტი ჰყავს. გრუტი არგენტინული დოგის ჯიშის ულამაზესი ძაღლია.

მარიშკა ჯავახაძე

 მარიშკა პეკინესის ჯიშის ძაღლს რაფას ზრდის, რომელსაც სახელი მსახიობის საყვარელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის საპატივსაცემოდ დაერქვა. მარიშკა რაფას 3 კვირის ასაკიდან ზრდის და მისი სიტყვებით, რაფა საკმაოდ ცელქი და თავნება ძაღლია.

 

ნინა სუბლატი 

მომღერლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მისი ოთხფეხა მეგობარი, კოკერ სპანიელი აზალიაა, რომელსაც ნინა 2013 წლიდან ზრდის. ნინამ და აზალიამ სირთულეები ერთად გადალახეს და დღემდე საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nina (@ninasublatti)

  

რუსკა ქარქაშაძე 

ახალგაზრდა ტელეწამყვანი და Instagram ინფლუენსერი თეთრ პუდელს ზრდის და სოციალურ ქსელში, ხშირად ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებს.

 

ქეთა თოფურია

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს საუკეთესო მეგობრობას ბიგლის ჯიშის ძაღლი უწევს, რომელიც ქეთას ოჯახის ახალი წევრია. 

ზევით