Tiffany and Co-ს სამკაულების ცნობილი დიზაინერი ელზა პერეტი გარდაიცვალა

გაზიარება:

გასულ კვირას, იტალიური მოდის სამყარო ცნობილ სამკაულების დიზაინერ ელზა პერეტის დაემშვიდობა. Tiffany and Co-ს ყველაზე გამორჩეული დიზაინების შემქმნელი და ყოფილი მოდელი, 80 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ფლორენციაში დაბადებულმა ელზა პერეტიმ, სამოდელო სამყაროში პირველი ნაბიჯები 60-იან წლებში, ბარსელონაში გადადგა და მალევე იქცა რამდენიმე წამყვანი დიზაინერის ფავორიტ გოგოდ. ამავე პერიოდში ელზამ შექმნა პირველი სამკაული - ყელსაბამი და Giorgio di Sant’ Angelo-ს ჩვენებაზე გამოსვლისას თავადვე მოირგო იგი. ამ პერიოდში მოდელებსა და დიზაინერებს შორის კოლაბორაცია ჩვეული მოვლენა გახლდათ და პერეტიც მოდის სახლის რეგულარული დიზაინერი გახდა.

ელზა პერეტის ხედვა, მისი დიზაინერბი და ნაკეთობები არაფრით ჰგავდა იმას, რაც იქამდე ენახათ. გამორჩეული ესთეტიკის დიზაინერმა 1971 წელს სამკაულის დიზაინის შექმნისთვი Coty Award-ის ჯილდო დაიმსახურა, მოგვიანებით კი საკუთარი Bloomingdale-ის მაღაზია-მაღაზიაში გახსნა. თუმცა, მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ იყო, 1974 წელს ელზამ Tiffany & Co.-სთან დაიწყო თანამშრომლობა და ბრენდის სახელით შექმნილი კოლექციით მომხმარებელი მალევე მონუსხა.

ელზა პერეტის საგანძურში აუცილებლად აღმოაჩენთ უნიკალური ფორმის დიზაინერბს, მათ შორის საკულტო სამაჯურს და წყლის მათარას ყელსაბამს, ბრილიანტებით შემკულ სამკაულებს და რა თქმა უნდა, Tiffany & Co.-ს გულის ფორმის კულონს.

ზევით