Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია!


ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დამზადებულია კორეული AstraZeneca-SKBio-ს მიერ და მის შეძენაში ქვეყანას მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა.

პირველ ეტაპზე საქართველომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. 

მთავრობის მხრიდან გრძელდება მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან და მწარმოებლებთან, რათა ვაქცინა და მათ შორის “ფაიზერის” ვაქცინაც (29 250 დოზა) დაჩქარებულად შემოვიდეს ქვეყანაში.

ზევით