#მუსიკა

Daft Punk-ის 15 დიდებული სიმღერა, რომელიც ჩვენს Playlist-ში ყოველთვის იქნება

გაზიარება:

დუმილი დიდხანს გაგრძელდა, თითქმის შვიდი წელი და სამწუხაროდ ეს ავის მომასწავებელი დუმილი აღმოჩნდა. 28-წლიანი დიდების შემდეგ, ფრანგული დუეტი Daft Punk უკანასკნელი ტრეკით Epologue-ით დაგვემშვიდობა.

ლეგენდებად ქცეულმა მუსიკოსებმა ტომას ბანგალტერმა და გი მანუელ დე ჰომემ-კრისტომ დუეტი 1993 წელს, პარიზში დააფუძნეს. 1997 წელს გამოსულმა პირველმა ალბომმა Da Funk-მა, რომელშიც ისეთი ტრეკები შედიოდა, როგორებიცაა Revolution 909 და Around The World, მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ ამ ალბომიდან დაიწყო დუეტის აღმავლობის ხანაც.

ბიჭებმა, მათ ნიშად ქცეული მომავლის ჩაფხუტები მოგვიანებით, 2001 წელს დაამზადეს და მას შემდეგ ყველა ინტერვიუს, live გამოსვლასა თუ კონცერტს რობოტების ჩაფხუტებით ესწრებოდნენ.

6 Grammy-ს ჯილდოს, მრავალმილიონიანი მოსმენების, რეკორდული გადმოწერებისა და ზღვა თაყვანისმცემლების ფონზე Daft Punk იყო თანამედროვე ელექტრონული სცენის ის დიდებული დუეტი, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შთაგვაგონებდა და აღგვაფრთოვანებდა. რასაკვირველია, დუეტის დაშლის შემდეგაც კი მათი ლეგენდარული სიმღერები ჩვენს Playlist-ში განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.

1. Da Funk

2. Around The World

3. One More Time

4. Harder, Better, Faster, Stronger

5. Digital Love

6. Technologic

7. Make Love

8. Robot Rock

9. Instant Crush

10. Get Lucky

11. Veridis Quo

12. Something About Us

13. Giorgio by Moroder

14. Lose Yourself to Dance

15. Voyager

 

ზევით