დაიწყეთ დილა ჰეილი ბიბერთან ერთად

​ELLE-ის აპრილის ნომრის მთავარი გმირი, ჰეილი ბიბერი, გამოცემის კიდევ ერთი რუბრიკის Waking Up With-ის სტუმარი გახლავთ. სუპერმოდელის დილა ძაღლ ოსკართან ერთად (ბუნებრივია ქმართან ერთადაც, რომელიც ELLE-ის რუბრიკაში არ გამოჩენილა) 8-ის 10 წუთზე იწყება და საკმაოდ მარტივი დილის რიტუალით შემოიფარგლება. 

ყოველდღიური რუტინა სტაბილურობის შენარჩუნებაში მეხმარება, ვიცი, რომ ავდგები კბილებს გავიხეხავ, სახეს დავიბან და ფინჯან ყავას მოვიმზადებ

ჰეილი ბიბერს დილისთვის, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი რუტინა აქვს მომზადებული, არ აქვს მნიშვნელობა სუპერმოდელი სავარჯიშო დარბაზში მიდის თუ სამსახურში, მან ზუსტად იცის რომელი საფეხური, რის შემდეგ უნდა გაიაროს და ჰეილის თქმით ეს დილის რიტუალი მას სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ძალიან მგრძნობიარე, სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი მაქვს, ამიტომ მრავალსაფეხურიანი კანის მოვლის რუტინა არ გამაჩნია, სიმარტივეს ვამჯობინებ

ჰეილი ბიბერის ბოლოდროინდელი აღმოჩენა სახის ორეტაპიანი წმენდაა, რომლის უპირატესობის შესახებ ჩვენც გიამბეთ. ღამის მსუყე დამატანიანებლის მოსაშორებლად მოდელი Bare Minerals-ის ზეთოვან დასაბანს იყენებს, მოგვიანებით კი ამავე ბრენდის foaming cleanser-ს მიმართავს.

 

Smoothness Hydrating Cleansing Oil

ყიდვა 

 

 GENTLE DEEP CLEANSING FOAM

ყიდვა

ჰეილის კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც მას სახის ჯანსაღი იერის შენარჩუნებაში ეხმარება, ტენიან სახეზე Biba-ს შრატის გამოყენებაა, როგორც მოდელი აცხადებს, ამ გზით მისი სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი ბევრად დატენიანებული და მბზინავია. 

 

 Plant Stem Cell Peptide Serum

ყიდვა

მზისგან დამცავი დაბერების პროცესს ანელებს და მეც სახლიდან SPF-ის გარეშე არასდროს გავდივარ.

რუტინის ბოლო საფეხური კი შეფერილი მზისგან დამცავი საცხია, რომელსაც ჰეილი მთელ სახეზე, ქუთუთოებსა და ყელზე საგულდაგულოდ ინაწილებს.

Caption
 

 Daily Facial Sunscreen Broad-Spectrum SPF 40 for

ყიდვა

ზევით