#ცნობილები #დეკორი

დაკოტა ჯონსონმა და კრის მარტინმა მალიბუში ზღაპრული სახლი შეიძინეს

გაზიარება:

ამერიკელი მსახიობი დაკოტა ჯონსონი და Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინი 2017 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს; გასული წლის გაზაფხულის კარანტინის შემდეგ ჭორები გავრცელდა, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა, თუმცა ეს ფაქტი დღემდე არ დადასტურებულა. რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ დაკოტამ და კრისმა პირველი საერთო სახლი მალიბუში შეიძინეს და ის უდავოდ ზღაპრულია.

ლოს-ანჯელესის ვარსკვლავურ უბანს კიდევ ერთი კაშკაშა წყვილი შეემატა. დაკოტა და კრისი XVII-XX საუკუნეების ამერიკული სტილის ორსართულიანი სახლის მფლობელები 12.5 მილიონ დოლარად გახდნენ. წყვილის მფლობელობაში უზარმაზარი აუზი, ჯაკუზი, ლაუნჯ ზონა და ბარბექიუსთვის განკუთვნილი ვერანდა გადავიდა.

სახლის მთავარ ზონაში ექვსი საძინებელი და ცხრა სააბაზანო ოთახია განთავსებული. საცხოვრებელი მთლიანად მინიმალისტური სტილითაა გადაწყვეტილი, თითოეულ ოთახში განსაკუთრებულ ადგილს თეთრი და შავი ფერები და ხის ფაქტურა იკავებს ბუნებრივ გამწვანებასთან ერთად. სახლის მთავარ უპირატესობას მისი ულამაზესი ხედები და მყუდრო გარემო წარმოადგენს.

ზევით