დევიდ ბექჰემისა და ჰუგო ბოსის თანამშრომლობა გრძელდება

Hugo Boss-ის შემოდგომა-ზამთრის სარეკლამო კამპანიას დევიდ ბექჰემი წარადგენს.

დევიდ ბექჰემი, David Beckham, Hugo Boss,  ჰუგო ბოსი
ფოტო: Hugo Boss

მაისში ბრიტანელმა ფეხბურთის ლეგენდამ Hugo Boss-თან მრავალწლიანი პარტნიორობის კონტრაქტი გააფორმა. Hugo Boss-ის განცხადების თანახმად, მომავალი სეზონების განმავლობაში დევიდ ბექჰემის შექმნილ კოლექციებს უნდა ველოდოთ. კურატორის ამპლუაშიც ბექჰემი მოგვევლინება. მომავალი კოლექციები როგორც ყოველდღიურ, ისე მამაკაცის ფორმალურ სამოსს მოიცავს.

David Beckham, Hugo Boss, დევიდ ბექჰემი, ჰუგო ბოსი
ფოტო: Versus UK

ბექჰემის თქმით, ბოლო წლებია მოდის სამყაროში მეტი დროისა და ენერგიის ჩადება და გავლენიან ბრენდებთან თანამშრომლობა სურდა. "BOSS-თან კოლაბორაცია ძალიან მსიამოვნებს. ამ ბრენდის გუნდის კრეატიულობამ, ამბიციამ და სურვილმა, იყოს საუკეთესო, ნამდვილად გამაოცა" - ამბობს დევიდ ბექჰემი.

David Beckham, Hugo Boss, დევიდ ბექჰემი, ჰუგო ბოსი
ფოტო: Hugo Boss

"დევიდ ბექჰემი არამხოლოდ სპორტში, არამედ მოდის სამყაროში აღიარებული ფიგურაა"

ეს სიტყვები Hugo Boss-ის აღმასრულებელი დირექტორს, დენიელ გრიდერის ეკუთვნის. დენიელის აზრით, ბექჰემის პიროვნული თვისებები ბრენდის სულისკვეთებასა და ფილოსოფიას იდეალურად ერგება და მათი თანამშრომლობა საინტერესო შედეგსაც გამოიღებს.

Gisele Bündchen, ჟიზელ ბუნდჰენი, Hugo Boss, ჰუგო ბოსი
ჟიზელ ბუნდჰენი. ფოტო: Hugo Boss

სანამ ბექჰემის კოლექციებს ვიხილავდეთ, მანამდე Hugo Boss-ის საშემოდგომო კამპანიაზე მოგიყვებით. ბექჰემთან ერთად, სარეკლამო კამპანიაშია ნიგერიელი მომღერალი Burna Boy და სამხრეთ კორეელი მსახიობი და მოდელი Lee Jong-Suk მონაწილეობენ. Hugo Boss-ის წარმდგენი იქნება იტალიელი ჩოგბურთელი Matteo Berrettini, რომელიც ბრენდის საათების, სამკაულისა და სათვალეების კოლექციებს წარადგენს. ბრენდის სახედ ბრუნდება ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომელსაც გვერდს ნაომი კემპბელი დაუმშვენებს.

Naomi Campbell, Hugo Boss, ჰუგო ბოსი, ნაომი კემპბელი
ნაომი კემპბელი. ფოტო: Hugo Boss

ამ სეზონზე ბრენდმა "Be Your Own Boss"-ის კამპანია ახალი სლოგანით - It’s for Life განაახლა. კამპანიის მიზანია, ხალხს მოუწოდოს, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. კამპანია სოციალურ ქსელებში ოფიციალურად ოთხშაბათს დაიწყება. პარალელურად 15 უდიდეს ქალაქში ბოსისა და მის პარტნიორ მაღაზიებში შემოდგომის კოლექციაც გაყიდვაში ჩაეშვება.

ზევით