დედოფალი ჩვეულ ფორმაშია და ცხენების შოუსაც ესწრება

ასაკი მხოლოდ ციფრებია, მეთანხმებით? თუკი წინააღმდეგობის ნიშნად თავს გადაიქნევთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. არა, ამ სტატიაში ვერაფერს გაიგებთ უკვდავების წყაროზე, მაგრამ როგორც მცირე, თვალი შეავლეთ თითქმის საუკუნოვანი დედოფლის სოციალურ ცხოვრებას, რომელიც არცერთ ღონისძიებას არ აკლდება და მანქანასაც კი თავად მართავს.

შოტლანდიაში ერთკვირიანი სამეფო ვიზიტის შემდეგ, დედოფალი ინგლისში, უინძორში დააფიქსირეს Royal Windsor Horse Show-ზე, სადაც დედოფალი საკუთარი ფეხით, უფრო სწორედ საკუთარი მანქანით მივიდა.


დედოფალს ზღვისფერი კაბა ემოსა, ალბათ გსმენიათ მის სიყვარულზე ფერადი სამოსის მიმართ. ხოლო სახეს ეს მოდური პატარა ოვალური სათვალე უმშვენებდა. დედა დედოფალი ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა მუდამ!

ზევით