#ცნობილები #მოდა

დემი მურმა წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის ჭორებს უპასუხა

გაზიარება:

იანვრის ბოლოს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, კიმ ჯონსონის სადებიუტო ჩვენება გაიმართა Fendi-სთვის. ჩვენებაში მონაწილეობა მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა  მიიღეს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება წილად, ამერიკელ მსახიობ დემი მურს ხვდა, რომლის ცნობა პოდიუმზე, თითქმის შეუძლებელი იყო. დაიწყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ მსახიობი წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა და როდესაც ჭორებს ბოლო არ უჩანდა, დემიმ გადაწყვიტა თავად გაეცა პასუხი და ნაომი კემპბელის გადაცემის სტუმრად მოგვევლინა.

ნაომი კემპბელმა გადაცემა, No Filters with Naomi, შემდეგ სიტყვებით დაიწყო "აი ეს არის ნამდვილი დემი მური" და მართლაც, მსახიობის ამოცნობა რთული სულაც არ ყოფილა. დემის არც მკაფიოდ გამოყოფილი ყვრიმალები გამოარჩევდა და არც უჩვეულო ტუჩის მოყვანილობა, როგორც ჩანს მურის ვიზუალი Fendi-ს ჩვენებაზე, მხოლოდ და მხოლოდ გრიმიორების ნამუშევარს წარმოადგენდა.

პატარა გოგოსავით ვიყავი გახარებული. პოდიუმზე გამოსვლა ჯადოსნური შეგრძნებაა, ის მთელი ცხოვრება გემახსოვრება.

demi moore fendi

ნაომისთან საუბრისას დემიმ აღნიშნა, რომ პოდიუმზე გამოსვლის წინ ძალიან ნერვიულობდა: "ჩემთვის ეს მომენტი საოცრად მნიშვნელოვანი იყო. მე ოცნებაც კი არ შემეძლო, რომ ოდესმე პოდიუმზე აღმოვჩნდებოდი".

ზევით