#მოდა

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებულია

გაზიარება:

The Devil Works Hard But Demna Gvasalia Works Harder!

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს „წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის“ გამარჯვებული გახდა, დემნამ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 4 წლის მანძილზე მეორედ დაიმსახურა და თუ ეს ციფრები არაფერს გეუბნებათ, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ ამავე კატეგორიაში წელს ნომინირებულები იყვნენ: დენიელ ლი Bottega Veneta-სთვის, მიუჩია პრადა და რაფ საიმონსი Prada-სთვის, პიერპალო პიჩოლი Valentino-სთვის და საიმონ პორტე ჟაკმუსი Jacquemus-სთვის.

დემნასეულმა ხედვამ მოდის ტრადიციული გაგება სრულიად შეცვალა, დემნა არის ის ადამიანი, რომელიც დღეს მოდის მიმართულებებს ქმნის. 

როდესაც მოდის სამყარო მსოფლიო პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებს ეძებდა და ხშირად შთაგონებასაც ამ კრიზისისგანვე იღებდა, როდესაც დიზაინერები ექსპერიმენტებს ატარებდნენ, დემნა გვასალიამ საკუთარი თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია, მოდის ინდუსტრია ჯერ Met Gala-ს ეპატაჟური გამოჩენით აალაპარაკა, შემდეგ კი სიმსონებთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექციის ჩვენებით, მოდის ყველაზე ხმამაღალი სახელებისგან ფეხზე წამომდგარი ოვაციებიც კი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ CFDA Fashion Awards-ის პირველი ჯილდო 2017 წელს მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის Vetements-სა და Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციებისთვის გადაეცა. ეს ჯილდო დემნამ ბებიას მიუძღვნა.

ზევით