#საზოგადოება

ღირსების მედალი დემნას! Go Demna! Go Demna!

გაზიარება:

პატარა საქართველოში დაბადებული დიდი დიზაინერი დღეს ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დემნა გვასალია, ღირსების მედალი

სალომე ზურაბიშვილმა Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, საპატიო ჯილდო პარიზში სამუშაო ვიზიტისას სოხუმის დაცემის დღეს გადასცა “ისე მოხდა, რომ ეს დაჯილდოება 27 სექტემბერს იმართება.

ეს ის დღეა, რომელიც თქვენთვის კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე სხვებისთვის, ვისაც ეს პერიოდი არ გაუვლია, მაგრამ სოხუმის დაცემის დღე მთელი საქართველოსთვის გლოვის დღეა, ჩვენი დროშები დაშვებულია, მაგრამ დღეს მე რომ აქ, თქვენთან ვარ, რათა ეს სახელმწიფო ჯილდო გადმოგცეთ, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ მაინც უკვე გავიმარჯვეთ, რომ დღეს, შეიძლება ასეთი წარმატებული ადამიანი იყოს აფხაზეთიდან წამოსული ადამიანი

დაჯილდოების ცერემონია Balenciaga-ს მოდის სახლში გაიმართა. პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.

დემნა გვასალია, ღირსების ორდენი

შეგახსენებთ, რომ დემნას კარიერაში საკმაოდ ხმაურიანი ბრენდებია. მათ შორისაა Balenciaga, Maison Margiela, Louis Vuitton, Marc Jacobs და Vetements. ეს უკანასკნელი დიზაინერმა საკუთარ ძმასთან ერთად 2014 წელს დააფუძნა და მიუხედავად იმისა, რომ გვასალია ბრენდის კრეატიულ ნაწილში აღარაა ჩართული, Vetements დღემდე არნახული პოპულარობით სარგებლობს.

დემნა გვასალია, სოხმის დაცემის დღე

საქართველო დემნამ საერთაშორისო მოდის რუკაზე 2015 წელს მონიშნა, როდესაც როდესაც ის საკულტო მოდის სახლის - Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. დიზაინერის დებიუტი მოდის სახლის ფარგლებში პარიზის მოდის კვირეულზე, 2016 წლის გაზაფხულზე შედგა. მას შემდეგ დემნას ნებისმიერი ნაბიჯი მას მოდის მთავარი წესი ხდება.

ზევით