დღეიდან თბილისში „საახალწლო სოფელი“ იხსნება - რას აღმოვაჩენთ სოფელში?

გაზიარება:

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის ჯადოსნურ სადღესასწაულო განწყობას დღეიდან გასულ წელს გაუქმებული „საახალწლო სოფელიც“ შეემატება. 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში მოწყობილ „საახალწლო სოფელს“ ესტუმრონ და განწყობა ერთი-ორად აიმაღლონ.

რა დაგვხვდება საახალწლო სოფელში? სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის დახლები, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.

რა თქმა უნდა, საახალწლო სოფელი ახალი წლის მოყვარული პატარებისთვისაცაა გათვლილი. დღის საათებში ბავშვებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები. საახალწლო სოფელი სულ რამდენიმე საათის წინ გაიხსნა, თუმცა გრანდიოზული ცერემონია 20:00 საათზე, დედაენის ბაღშია დაგეგმილი.

საახალწლო სოფლის ყოველდღიური პროგრამა

ორბელიანის მოედანი

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 - 20:00

• სანტას სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად
• საბავშვო ვორქშოფი
• საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები)
• ზღაპრის გმირები
• საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები
• ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად
• ინსტალაციები: გიგანტური ნაძვის ხის სათამაშოები, „სანტას გადაფრენა“

19:00 – 22:00

• მუსიკალური საღამოები
• ელექტრონული მუსიკა


ათონელის ქუჩა
24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 - 20:00

• საციგურაო მოედანი
• ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად
• ტკბილეულის ბაზარი
• ზღაპრის გმირები
• ინსტალაციები: კომეტა, გიგანტური ელფები, გიგანტური საახალწლო მანათობელი სათამაშოები, ჟონგლიორი ელფები, საახალწლო ლამპიონები, Moet & Chandon და ნაძვის ხე

დედაენის ბაღი

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 - 20:00

• საახალწლო ბაზარი (სამეწარმეო და კვების ზონები)
• ზღაპრის გმირები
• კინოთეატრი
• გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრეები
• ქუჩის მარში გიგანტურ სანტასთან ერთად
• ინსტალაციები: გიგანტური გირჩები, ანბანი, გიგანტური საახალწლო სათამაშო, კარუსელი, გიგანტური ვარსკვლავი, გიგანტური კანფეტები

19:00 – 22:00

• მუსიკალური საღამოები
• ელექტრონული მუსიკა


9 მარტის ბაღი

24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით

12:00 – 20:00

• საბავშვო ატრაქციონები

ზევით