დღის ვიდეო: პრინცი ჰარი სტუმრად ჯეიმს კორდონის გადაცემაში

სანამ მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდება მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ინტერვიუს ოპრა უინფრისთან, სასექსის ჰერცოგი ტელეეკრანებზე გამოჩნდა და ყველას გაგვიხალისა დღე. პრინცი ჰარი, ახლო მეგობრის ჯეიმს კორდონის გადაცემა The Late Late Show with James Corden-ში გამოჩნდა.

ჯეიმს კორდონმა პრინც ჰარის სიმბოლურად ორსართულიანი წითელი ავტობუსით გაუარა სანტა-ბარბარას სახლში, სადაც სასექსის ჰერცოგი მეუღლესთან, მეგან მარკლთან და ვაჟთან არჩისთან ერთად ცხოვრობს. ჯეიმსი და ჰარი ავტობუსის ღია მეორე სართულზე მოკალათდნენ და როგორც ნამდვილ ბრიტანელებს შეეფერებათ საუბარი რძიანი ჩაის სმით დაიწყეს.

ჯეიმსმა პრინც ჰარის ლოს-ანჯელესის უბანი დაათვალიერებინა,  გულდასმით აუხსნა, რომელი სახლი, რომელ ცნობილ ადამიანს ეკუთვნოდა და სასექსის ჰერცოგისთვის ზედგამოჭრილი საცხოვრებელიც კი დაათვალიერებინა. მხიარულების და გადასაღებ მოედანზე მომხდარი მცირე ინციდენტის შემდეგ, საკუთარ ცხოვრებაზე პრინცი ჰარიც ალაპარაკდა. 

ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი სასტიკი შეუძლია იყოს ბრიტანულ პრესას და ეს გარემოება ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახებოდა

სასექსის ჰერცოგმა მეგობართან და ამ შემთხვევაში მასპინძელთან საუბრისას გაამხილა, რომ მისი ვაჟის არჩის პირველი სიტყვა ნიანგი გახლდათ, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. პრინცი ჰარი ვიდეოზარით მეგანსაც დაუკავშირდა და მათ ერთად, დიდი ბრიტანეთის დატოვების მთავარი მოტივები გაამხილეს.

მე გავაკეთე ის, რასაც ყველა ქმარი და მამა უნდა აკეთებდეს, ჩემი ოჯახი იმ გარემოდან გამოვიყვანე, თუმცა მე არაფერი მიმიტოვებია. ჩემი ცხოვრება საზოგადოების კეთილდღეობისთვის მსახურებაა, სადაც არ უნდა ვიყო.

ზევით