#მოდა

DIORIVIERA 2024: მარადიული სიამოვნებისადმი მიძღვნილი ოდა

გაზიარება:

კრისტიან დიორს, პროვანსში პირველი მოგზაურობისას, ამ რეგიონის ფერები და ბრწყინვალება შეჰყვარებია. Dioriviera 2024 კოლექციაც ლავანდის, მზის, ზღვის, ხასხასა ბალახისა თუ ზაფხულის ფერებითაა გაჟღენთილი.

ყოველწლიურად, დიორის სახლის დიზაინერები Dioriviera-ს კაფსულა კოლექციას ქმნიან. ზაფხულის ამ კოლექციისთვის, Dior საფირმო Toile de Jouy პრინტით და Bayadere-ს ზოლებით, მოდური ნივთებისა და აქსესუარების შეზღუდულ რაოდენობას ქმნის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, ექსკლუზიურ სივრცეებში წარადგენს. წელს ბრენდის Pop-up-ები ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, ამერიკასა და თურქეთში გაიხსნა. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Dior Official (@dior)

მარადიული მოგზაურობის სიყვარულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, Dior-მა თავისი უახლესი კოლექცია წარმოადგინა. Dioriviera 2024-ის სულისჩამდგმელი, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, მარია გრაცია კიური გახლავთ. ეს კოლექცია წარსულის ნამუშევრების გაცოცხლებულ და გახალისებულ სერიას წარმოადგენს.

მარია გრაცია კიურიმ Dioriviera-ს კოლექცია dolce vita-ს ტკბილი და უდარდელი ცხოვრების ფილოსოფიით შექმნა. კოლექცია, რომელიც უსასრულო ზაფხულის განსახიერებაა, სასიამოვნო ნაჭრებით შექმნილ სამოსსა და აქსესუარებს მოიცავს. საკულტო ჩანთებს, Lady D-Lite-სა და Dior Book Tote-ს კი ახალი ფერთა პალიტრა და დიზაინი ამშვენებს. 

Dior Book Tote დიორის ესთეტიკის მთავარი ელემენტი და Dioriviera-ს კაფსულა კოლექციის ნაწილი გახდა. ჩანთა ხელითაა ნაქარგი და აკვამარინის ფერშია გადაწყვეტილი. ბრენდის უკვდავ აქსესუარებს მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ახალი სული შთაბერა და თან მისი ელეგანტურობა და უნიკალურობაც შეუნარჩუნა.

Dioriviera 2024, დიორის სახლის ოდისეის, მარადიულ სიამოვნებაში მოგზაურობის ახალი ფურცელია. კოლექცია ზაფხულის მალე დადგომის, გართობისა და დასვენების სურვილს აღვიძებს. ნამუშევრებში მძლავრადაა ფირუზისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ლურჯი ტონები. სამოსის, აქსესუარებისა და ჭურჭლის დიზაინში ფლორის, ფაუნის, მზისა და მთვარის ელემენტებია გამოყენებული. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by D Maris Bay (@dmarisbay)

Dioriviera-ს, განსაკუთრებულად ყველაზე უფრო თავისი Pop-up-ი აქცევს. როგორც დიორის ტრადიცია გულისხმობს, ამ ზაფხულის განმავლობაშიც, კოლექციისთვის შექმნილი მოდელები მთელი მსოფლიოს გარშემო, საინტერესო და დახვეწილ სივრცეებში იქნება წარმოდგენილი. Dior-მა წელს, სასტუმროები და აუზების სივრცეები დაიპყრო. ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ამ კოლექციის მთავარი თემების - ზაფხულის, ბუნების, დასვენებისა და მოგზაურობის კონცეფციიდან გამომდინარე. Dioriviera ჩინეთის სასტუმრო Sanya-ში გამოიფინა. კოლექცია იხილეს ასევე თურქეთში. Dioriviera Pop-up-ი გაიხსნა ქალაქ კანშიც, ბევერლი-ჰილზ სასტუმროში, სამხრეთ კორეის ქალაქ Seongsu-სა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 

ზევით