DOLCE & GABBANA-მ ძაღლების სუნამო გამოუშვა

გაზიარება:

იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana სიახლეს ძაღლის სუნამოს სახით გვთავაზობს. ახალი პროდუქტის ინსპირაციის წყაროდ კი, რომლის საჭიროების აუცილებლობაზე აქამდე სამყაროს არ უფიქრია, დომენიკო დოლჩეს ძაღლი "ფეფე" იქცა.

როგორც მოდის სახლის ვებ-გვერდზე იხილავთ, დომენიკო დოლჩეს უპირობო სიყვარულით შთაგონებული ეს უალკოჰოლო და სურნელოვანი სუნამო აერთიანებს ილანგ ილანგის, მუშკისა და სანდლის ხის დელიკატურ ნოტებს და მისი ყიდვა ახლავე შეგიძლიათ. 

dolce and gabbana, fefe, ძაღლის სუნამო
ღირებულება: €99

ყიდვა

Dolce & Gabbana საიტზე სუნამოს გამოყენების მინი ინსტრუქციასაც გვიზიარებს: "შეისხურეთ Fefé თქვენს ხელებზე ან სავარცხელზე და დაიწყეთ თქვენი ძაღლის დავარცხნა სხეულის შუა ნაწილიდან კუდისკენ. სუნამო Fefé ასევე შეგიძლიათ თქვენს ძაღლს პირდაპირ სხეულზე შეაპკუროთ, თუმცა თავი აარიდეთ ცხვირის არეს".

სხვათა შორის Dolce & Gabbana პირველი არ არის, ვინც ოთხფეხა მეგობრის კომერციალიზაციას ცდილობს. თუ თქვენი ძაღლისთვის ყველაფერი გემეტებათ, მაშინ აქვე გეტყვით, რომ Prada-ს ქურთუკი, რომლის ღირებულებაც €650 შეადგენს და £915 ღირებულების Versace-ს საწოლი თქვენი საბანკო ბარათის მოლოდინშია. 

ზევით