#სპორტი

ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართული ტურნირის ჩემპიონია

გაზიარება:

პოლონეთში, ქალაქ გროჯისკში გამართულ ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა. 29 წლის ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი).

ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს (WTA:226) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4.

ფინალში კი ეკატერინე გორგოძე ასევე ფრანგ ჩოგბურთელს, რეიტინგის 249 ნომრად განთესილ, ქლოი პაკეს შეხვდა. შეხვედრა 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა, ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ეკატერინე გორგოძე კარიერის ერთ-ერთ ბრწყინვალე ფორმაშია და ამას მისი გამარჯვებაც მოწმობს.

ზევით