ემა სტოუნი და დეივ მაკკერი მშობლები გახდნენ

მსახიობი ემა სტოუნი და მისი მეუღლე რეჟისორი დეივ მაკკერი პირად ცხოვრებაზე მედიასთან არასოდეს საუბრობენ, თუმცა როგორღაც დასავლური მედიის წარმომადგენლებმა ყოველთვის იციან რა სიახლეა ვარსკვლავური წყვილის ოჯახში.

სწორედ ასე გავიგეთ გასული წლის სექტემბერში სასიხარულო ამბავი, იმის შესახებ, რომ ემამ და დეივმა საიდუმლოდ იქორწინეს და შვილს ელოდეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს კომენტარი მაშინ არ გაუკეთებია, პაპარაცებმა მალევე გამოაქვეყნეს სტოუნის ფოტოები წამოზრდილი მუცლით.

ახლა კი დასავლური მედია იუწყება, რომ გასულ კვირას ემა სტოუნი და დევი მაკკერი მშობლები პირველად გახდნენ, მართალია, ჯერჯერობით ბავშვის სქესი და სახელი უცნობია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ La La Land-ის ვარსკვლავი ახალბედა დედების რიგებს შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ემა სტოუნმა და დეივ მაკკერიმ შეხვედრა სამი წლის წინ დაიწყეს, მათ ერთმანეთი Saturday Night Live შოუს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და გაცნობისთანავე მათი ურთიერთობა რომანში მალევე გადაიზარდა. ემა სროუნი პირადი ცხოვრების პრივატულობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ეს წყვილის გაცნობის, სიყვარულის ისტორიისა თუ ჯადოსნური ქორწილის შესახებ დეტალების არ ქონაში ნამდვილად გამოიხატება.

ზევით