#ცნობილები

თაღლითები და უხამსი შეთავაზებები: ემილი რატაკოვსკის პირადი ისტორია

გაზიარება:

რობინ ტრიკის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდების შემდეგ, ამერიკელი სუპერმოდელი ემილი რატაკოვსკი, ავტობიოგრაფიულ წიგნში "My Body" არაერთ ცხოვრებისეულ დეტალზე საუბრობს, რომელიც მოდელს კარიერის ადრეულ ეტაპზე, 19 წლის ასაკში გადახდა თავს. პირველი ნაცნობები დიდ ქალაქში და გოგოები, რომლებსაც მარტივად დაუმეგობრდა, შოუბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, საშას ნაცნობები აღმოჩნდნენ, რომელიც მდიდარ მამაკაცებსა და ახალგაზრდა მოდელებს აკავშირებდა ერთმანეთთან.

ემილი წიგნში წერს თავის პირველ გამოცდილებაზე, თუ როგორ გაიცნო საშა და გაიგო მისი საქმიანობის შესახებ, როგორ არ პასუხობდა მას შეთავაზებებზე და როგორ მოიხიბლა გოგოებთან ერთად Coachella-ს VIP სტატუსის მქონე სტუმართა სიაში ხილვის შეთავაზებაზე. თუმცა დანიშნულების ადგილზე ჩასულმა გოგოებმა მალევე გააცნობიერეს, რომ ეს უბრალო უფასო გასეირნება არ იყო და როგორც ემილი ამბობს, იმ ღამით თვალის მოხუჭვაც ვერ შეძლო. მოდელი წიგნში წერს, რომ საშას მხრიდან სექსუალური შევიწროებისგან შეწუხებული, ნანობდა ფესტივალზე წამოსვლას და წვეულების შემდეგ კერძო სახლში ღამის გათევას.

გარდა ამ შემთხვევისა, რომლის შემდეგაც ემილის საშასთან კავშირი აღარ ჰქონია, მოდელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ის სოლიდური თანხის სანაცვლოდ ღონისძიებაზე გამოსაჩენად მიიწვიეს:

„ღონისძიებაზე გამოჩენისთვის 25 000 დოლარის გადახდა ყველაზე უცნაური რამ იყო, რაც კი ოდესმე მსმენოდა. 2014 წელს, ჩემმა მაშინდელმა მენეჯერმა ევანმა მაცნობა, რომ The Wolf of Wall Street-ის მიღმა მდგომი მილიარდერი ფინანსისტი ჯო ლოუ, სწორედ ამ თანხას მთავაზობდა იმისათვის, რომ მასთან ერთად Super Bowl-ზე წავსულიყავი. მენეჯერმა ამიხსნა, რომ ამ ადამიანს ხიბლავდა გარშემო ცნობილი კაცებისა და ქალების ყოლა და რომ ამ წვეულებაზე სხვა ცნობილი ადამიანებიც იქნებოდნენ.

სხვა არაფრის გაკეთება არ მომიწევს, არა? - ვკითხე ევანს. Super Bowl-ზე მისვლა ჩემი ერთადერთი ამოცანა იყო თუ მის მიღმა კიდევ იმალებოდა რაიმე დაფარული? ევანმა მითხრა, რომ მეგზურობას თავად გამიწევდა, დაიჟინა კიდევაც. ვხვდებოდი რაღაცისგან სურდა ჩემი დაცვა, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი რისგან.

ფეხბურთი არასდროს მაინტერესებდა, თუმცა მამაჩემი გიჟდებოდა მასზე. როდესაც ვუთხარი, რომ Super Bowl-ზე მივდიოდი, მან დაიყვირა, რომ ჩემი ძალიან შურდა.

გეგმის მიხედვით Plaza-ში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. მისვლისთანავე უმალვე ავტობუსში გადაგვიყვანეს. ევანი სხვა სტუმრებზე საუბრისას არ შემცდარა: იქ ორი ცნობილი მოდელი იყო, ერთი Sports Illustrated-ის საცურაო კოსტიუმით გარეკანზე გამოჩენით, მეორე კი Victoria's Secret-ის ანგელოზის სტაჟით. იქ იყო რამდენიმე მსახიობი მამაკაციც თანმხლებ პირებთან ერთად, დანარჩენი ადამიანები კი ჯო ლოუსთვის მუშაობდნენ.

როგორც კი დერეფანში მისი მოკლე, პუტკუნა ფიგურა გამოჩნდა, ევანი წამოხტა ჩემს წარსადგენად. იყო ჩემი სამუშაოს ნაწილი  აღფრთოვანების გამოხატვა? მეც ენთუზიაზმის გამოხატვის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე. 

"მადლობა ჩემი დაპატიჟებისთვის" - ღიმილით ვუთხარი. 

ავტობუსის გარშემო პოლიციის რამდენიმე მანქანა და მოტოციკლი გამოჩნდა. ევანმა ამიხსნა, რომ სტადიონამდე საცობის ასარიდებლად მიგვაცილებდნენ. როგორც მოზარდისთვის, სიმდიდრე ჩემთვის აბსტრაქტული კონცეფცია იყო, ჯერ კიდევ ვერ გამეგო რა განსხვავება იყო მდიდარ მამებსა და მილიარდერებს შორის. მდიდარი, ჩემთვის უბრალოდ მდიდარს ნიშნავდა".

... ერთი კვირის შემდეგ, Victoria's Secret-ის მოდელს, ჯო ლოუმ გრანდიოზული დაბადების დღის წვეულება გადაუხადა და საჩუქრად გულის ფორმის ბრილიანტის ყელსაბამი უყიდა, რომელზეც გოგონას ინიციალები იყო ამოტვიფრული და მისი ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ მოდელს მოუწია დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ძვირფასეულობის დაბრუნება. ერთ-ერთი მისი საჩუქარი, უზარმაზარი პიანინო კი მოდელს დარჩა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი გატანა მოდელის აპარატამენტიდან ფიზიკურად ვერ მოხერხდა. 

ზევით