#ცნობილები #კინო #მოდა

ემა სტოუნი Louis Vuitton-ის სამოსით წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

გაზიარება:

გოგონას გაჩენის შემდეგ ემა სტოუნი საჯაროდ პირველად გასულ ღამეს გამოჩნდა. მსახიობის ახალი ფილმის Cruella-ს პრემიერა ლოს-ანჯელესში გაიმართა, რომელსაც საყვარელი ბრენდის, Louis Vuitton-ის სამოსში გამოწყობილი ემა სტოუნიც დაესწრო.

ემამ შავ კლასიკურ ორეულსა და თეთრ პიჯაკს, წითელი ფერის ტუჩსაცხი, ამავე ფერის ხელჩანთა და Louis Vuitton-ის ძვირადღირებული Les Armoiries ბროში შეუხამა. სამკაული 3 ტიპის ოქროსგანაა დამზადებული (თეთრი ოქრო, ყვითელი ოქრო და ვარდისფერი ოქრო) და მსხლის ფორმის დიდ ბრილიანტის, 110 ყვითლისა და 41 თეთრი ბრილიანტისგან შედგება, მის შექმნას კი 80 საათი დასჭირდა.

ემა სტოუნი და დევი მაკკერი მშობლები მარტის თვეში გახდნენ, წყვილს პირველი საერთო შვილი შეეძინა, - გოგონა, რომლის სახელიც დღემდე უცნობია საზოგადოებისთვის. ემა სტოუნი ახალბედა დედების რიგს უპრობლემოდ შეუერთდა და მშობიარობიდან სულ რაღაც 2 თვეში შესანიშნავ ფორმაში მყოფი წარსდგა ფოტოგრაფების წინაშე.

რაც შეეხება, ემას ახალ ფილმს, Cruella-ს რეჟისორი კრეიგ გილლეპსია და გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ახალგაზრდა კრუელა ბოროტმოქმედად. ფილმის ქართული პრემიერა 3 ივნისსაა ჩანიშნული.

ზევით