#საზოგადოება

ვინ არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მეორე ნახევრები

გაზიარება:

როდესაც საქმე პროფესიონალურ ფეხბურთს ეხება, ყურადღების ცენტრში მუდმივად მოთამაშეები ექცევიან. თუმცა, ამ სპორტსმენების უკან მდგარი ოჯახების წვლილი არანაკლები აღნიშვნის ღირსია. ჩვენი ეროვნული ნაკრების მეუღლეებს საზოგადოება ინტერვიუებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით იცნობს. ახლა მათი, ისევე როგორც მთელი საქართველოს, სიხარული განუსაზღვრელია. თანაც მაშინ, როცა ამ წარმატების დადგომაში თავიანთი შეტანილი წვლილიც უდიდესია. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by TheDiary (@thediaryge)

ნიცა თავაძე, 23 წლის ნეაპოლის, შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეა. ბოლო ინფორმაციით, ნიცა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, Geo Team-ის პირდაპირ ეთერში, ხვიჩამ გულშემატკივარს გაუმხილა, რომ ისინი შვილს ელოდებიან. 

წყვილი 2023 წელს, საქართველოში ქორწინების შემდეგ, “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე გამოჩნდა. ნიცამ არჩევანი  Alex Perry-ის შავ, სადა კაბაზე გააკეთა. ხოლო ქორწილში, ქართული ბრენდის, “სამოსელი პირველის” სამოსი შეარჩიეს. ხვიჩა და ნიცა სოციალურ ქსელებში ნაკლებად აქტიურობენ.

ნიცას წყალობით ზურიკო დავითაშვილმა ახლა უკვე მეუღლე, მია გზირიშვილი გაიცნო. მათ უკვე ჰყავთ საერთო შვილი, დათი დავითაშვილიც, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. ზურიკო დავითაშვილი ამჯერად ბორდოში, 30 ნომრით თამაშობს. მია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ზურიკოს ცოლად რომ მიყვებოდა ფეხბურთელის ცხოვრების რიტმს შეგუებული იყო. მიას თქმით ზურიკო ყველაფერს თავისი ოჯახისა და ქვეყნისთვის აკეთებს და მისი თითოეული გატანილი გოლი, თავისი წარმატებაცაა. 

ლინდა კიკოლაშვილი, გიორგი გველესიანი,

ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მსოფლიომ გაგვიცნო, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად ქართველებმა მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ვარსკვლავები აღმოვაჩინეთ. ასეთი იყო გიორგი გველესიანი, რომელიც 8 წელია რაც ირანში მოღვაწეობს. ის ამჟამად ყველაზე პრესტიჟული გუნდის “პერსეპოლისის” კაპიტანია. მისი მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელიც რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, საქართველოში ჰოლივუდის ფილმების აკადემიის თანადამფუძნებელია.

მთელმა საქართველომ გიორგი ქოჩორაშვილი თავის ოჯახთან ერთად გაიცნო და შეიყვარა. ბოლო რამდენიმე თვეში ფეხბურთელის შეყვარებული, სანდრა მენდოჩაც გავიცანით. ინსტაგრამ გვერდს თუ დავუჯერებთ სანდრას არანაკლებ დატვირთული პროფესია აქვს, რადგან ის ბორტგამცილებელია. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by @elenneepp

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ პლატფორმებზე, მათ შორის ინსტაგრამსა და ტიკტოკზე საკმაოდ აქტიურია. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ელენე გოგოს მშობლები გახდებიან.

ჩვენი კაპიტნის მეუღლე თამ­თა გი­გაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა. გურამ კაშია ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ დიდხნიანი თანაცხოვრების შედეგად ისინი ერთმანეთს იდეალურად იცნობენ თამთა კი ფეხბურთისგან დისტანციას იჭერს. 

გურამ კაშია, თამთა გიგაშვილი

სახალხო ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის ოჯახის წევრებიც გავიცანით. ბუდუს მეუღლე ნინი კვერნაძეა, რომელიც ინსტაგრამ გვერდზე ხშირად აზიარებს მათი საერთო შვილის, შაის ვიდეოებსა და ფოტოებს. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nini Kvernadze (@iamninikv)

26 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და სალომე ლაშხი 2022 წელს დაქორწინდნენ. სალომემ ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. ახლა წყვილი იტალიაში ცხოვრობს. ფეხბურთელი Cremonese-ის გუნდში თამაშობს. ერთმანეთი სალომეს დაბადების დღეზე, სასიამოვნო დამთხვევის შედეგად გაიცნეს. 

გიორგი წიტაიშვილმა მეუღლე სოფია მურზა, უკრაინაში თამაშის დროს გაიცნო. სოფია საფეხბურთო აგენტის, ედუარდ მურზას ქალიშვილია. გიორგისა და სოფიას ქორწილის ვიდეო, Family Guys-ს კამერამ გადაიღო.

ზევით