ეშლი ბენსონი ქართული ბრენდის MATERIEL-ის სამოსით გამოჩნდა

ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ეშლი ვიქტორია ბენსონი, რომელიც საზოგადოებამ თინეიჯერული მისტიკური-დრამა სერიალ Pretty Little Liars-დან შეიყვარა, ქართული ბრენდის სამოსს ირგებს. მსახიობმა საკუთარ Instagram გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ეშლის ეკომეგობრული ტყავის მასალისგან შექმნილი MATERIEL-ის-ს წითელი მოსაცმელი ამშვენებს.

წითელი მოსაცმელი MATERIEL-ის Resort 2021 წლის კოლექციის ნაწილი გახლავთ, ეშლი ბენსონმა დახვეწილ მოსაცმელს, ამავე ფერის ხელჩანთა და მბზინავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეუხამა. გარდა იმისა, რომ მსახიობმა მოსაცმელში გადაღებული ვიდეო პირად სივრცეში ატვირთა, მან ქართული ბრენდის Instagram გვერდიც მონიშნა.

 

 

ყიდვა

ქართველი დიზაინერებისა და ცნობილი ადამიანების სტილისტების დაკავშირება, ლოს-ანჯელესში მოღვაწე ქართველი მოდის რეალტორის თათა ქართველიშვილის დამსახურებაა, რომელმაც PR სააგენტო tata_la რამდენიმე წლის წინ დააფუძნა და დღემდე საკმაოდ დიდი წარმატებით მოღვაწეობს შტატებში.

ზევით