#სილამაზე

ფრანგული მაკიაჟის 5 ოქროს წესი ჟანა დამასისგან

გაზიარება:

ფრანგი ქალები ესთეტიკის, ბუნებრიობისა და სტილის საოცარი შეგრძნებით არიან ცნობილი მსოფლიოს გარშემო. მათთვის, ავთენტურობა და ინდივიუალიზმი პანაცეაა და ის ყოველ დეტალში ნათლად გამოიხატება. ფრანგები ყველაზე მცირე რაოდენობის მაკიაჟს იყენებენ და მაინც, როგორღაც ყველაზე თვალისმომჭრელები და მბზინავები არიან. ერთერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მოდელი ჟანა დამასი ფრანგული მაკიაჟის საკუთარ ცოდნასა და ხრიკებს გვიზიარებს.

 

1. დაიტანეთ ტუჩსაცხი თითებით

ფრანგი ქალებისთვის არ არსებობს ტუჩსაცხის დასატანად თითის ბალიშებზე უკეთესი საშუალება, ყველაზე კაშკაშა წითელ ფერსაც კი ისინი თითებით ინაწილებენ.

მიმაჩნია, რომ თითებით გადანაწილებული ტუჩსაცხის დროს ტუჩები საოცრად სექსუალურად და ბუნებრივად გამოიყურება.

 

 Le Rouje JEANNE

ყიდვა

 

2. წარბებისთვის მხოლოდ გამჭვირვალე გელი გამოიყენეთ

დაივიწყეთ წარბის ფანქრები თუ ჩრდილები, როგორ ოსტატურადაც არ უნდა ისვამდეთ მათ, თუ კი ფრანგული ესთეტიკის მორგება გინდათ, მაშინ მხოლოდ გამჭვირვალე წარბის გელი გამოიყენეთ, რათა მეტად შეინარჩუნოთ ბუნებრივი იერი.

 

 MAC Brow Set

ყიდვა

3. დაივიწყეთ ტონალური

კიდევ ერთი კომპრომისი, რომელზეც ფრანგული მაკიაჟის კონცეპტის ბოლომდე გასაგებად უნდა წახვიდეთ, ეს ტონალურ საცხზე უარის თქმაა. დიახ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ თვალისმომჭრელად შეფერილი საცხების გარეშეც, ფრანგებისთვის ეს უპირველესად სახის კანის სწორად მოვლას გულისხმობს, შემდეგ კი მცირე რაოდენობით ჰაილაითერის დატანას სახეზე.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jeanne 💋 (@jeannedamas)

 

4. არ გამოიყენოთ ზედმეტი ბლაში

ყოველი პროდუქტის გამოყენებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, ეს ბლაშს/რუმიანასაც ეხება, თუმცა გარდა ზომიერებისა, ჟანა დამასის რჩევა მისი სწორ ადგილზეც დატანასაც უკავშირდება.

ერთერთი ყველაზე სასარგებლო ხრიკი, რომელიც ვისწავლე, ბლაშს არა ყვრიმალების გასწვრივ, არამედ ოდნავ მაღლა წასმას ეხება

 

 Cheek Gelée Hydarting Gel-Cream Blush

ყიდვა

5. არანაირი თვალის ჩრდილები

ჯანსაღი იერის მისაღებად, სულაც უარი თქვით თვალის ჩრდილებზე, როგორც ჟანა დამასი აცხადებს, ის ქუთუთოებზე ან ჰაილაითერს ან სულაც ტუჩსაცხს ინაწილებს მკრთალად.

 

 Lip Palette les 4 Rouje cream

ყიდვა

ზევით