#ცნობილები

ქალი საოცრება სამგზის დედაა - გალ გადოტი ახალდაბადებული ქალიშვილის ფოტოს გვიზიარებს

გაზიარება:

მსახიობი გალ გადოტი მესამე შვილის დედა გახდა. ლამაზმანს და მის მეუღლეს, იარონ ვარსანოს გოგონა შეეძინათ, რომელსაც დანიელა დაარქვეს. გადოტმა თაყვანისმცემლებს Instagram-ის საშუალებით ოჯახური ფოტო გაუზიარა, რომელზეც წყვილი სამივე ქალიშვილთან ერთადაა აღბეჭდილი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Gal Gadot (@gal_gadot)

ჩემი ტკბილი ოჯახი… ამაზე მადლიერი, ბედნიერი (და დაღლილი) ნამდვილად ვერ ვიქნებოდი.

მსახიობი და იარონ ვარსანო 2008 წელს შეუღლდნენ. წყვილს ორი უფროსი ქალიშვილი - 4 წლის მაია და 9 წლის ალმა ჰყავთ. გალმა საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე ჯერ კიდევ მარტში გაანდო. მაშინ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში დედობის თაობაზეც ისაუბრა.

გალ გადოტი ორსულად

როდესაც ალმა გაჩნდა, არც ერთმა ვიცოდით ბავშვის აღზრდა, ამიტომ ძალიან გაგვიჭირდა. განსაკუთრებით გაგვიჭირდა მისი ძილის რეჟიმის დალაგება, რაც საბოლოოდ ჩვენს ნერვულ სისტემაზეც აისახებოდა. თუმცა, გამოცდილება წლებთან ერთად მოდის, ამიტომ მაიას დაბადებას მომზადებულები შევხვდით.

ახლო მეგობრების თქმით, ქალი საოცრება, ასეთივე საოცარი დედაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე მსახიობი კარიერულ მწვერვალებს იპყრობს და მუდმივად ახალ პროექტებში გვევლინება, ის მაინც ახერხებს დროის ძირითადი ნაწილის შვილებთან და მეუღლესთან ერთად გატარებას.

ზევით