#ცნობილები

„ქალი საოცრება“ - გალ გადოტი მესამე შვილს ელოდება

გაზიარება:

Wonder Woman-ის მთავარი ვასრკვლავი, გალ გადოტი Baby Boom-ს შეუერთდა და ის, რიგით მესამე შვილს ელოდება. გალმა, სიახლე ყველაზე რეალური გზით - სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა და ოჯახური ფოტოსურათი გამოაქვეყნა, მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად, სადაც გადოტს წამოზრდილი მუცელი უკვე ეტყობა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Gal Gadot (@gal_gadot)

კიდევ ერთხელ ვცდით - დაწერა მსახიობმა ფოტოს აღწერაში

რამდენიმე დღის წინ, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე გალ გადოტმა Givenchy-ს თეთრი კაბით გაიბრწყინა, თუმცა ეჭვიც კი არავის შეჰპარვია გალ გადოტის ორსულობის შესახებ. მსახიობმა, წამოზრდილი მუცლის დამალვა იდეალურად მოახერხა და სიახლე, მხოლოდ ოჯახური ფოტოსურათით შეგვატყობინა.

მსახიობმა, გალ გადოტმა და ბიზნესმენმა იარონ ვერსანომ ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს და ერთმანეთით მაშინვე მოიხიბლნენ, ორ წელიწადში მათ ისრაელში იქორწინეს. 2011 წელს გალსა და იანოს პირველი ქალიშვილი ალმა შეეძინათ, 2017 წელს კი ისინი მაიას მშობლებიც გახდნენ, ახლა წყვილი ახალი სიცოცხლის მოლოდინშია და როგორც მათი რეაქციებიდანაც ჩანს, ამ ამბავს დიდი სიახრულით შეხვდნენ.

უცნაურია, მაგრამ მშობიარობის შემდეგ თავს ყოველთვის „ქალ საოცრებად“ ვგრძნობ. როდესაც ქვეყნათ შვილს მოავლენ თავი ღმერთიც კი გგონია.

გალ გადოთი წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ოჯახის იდეალურად შეთავსების მაგალითია, მსახიობს მონაწილეობა ისეთ ფილმებში აქვს მიღებული, როგორებიცაა Wonder Woman, Justice League, Fast and Furious, Keeping Up With the Joneses და იმავდროულად ახერხებს იყოს კარგი დედა და საოცარი მეუღლე.

ზევით