„გახდი ცვლილება - შექმენი ჭკვიანი და მდგრადი საზოგადოება“

გაზიარება:

გაინტერესებს მდგრადი განვითარება, მეწარმეობა და ინოვაციები? მაშინ აუცილებლად დაინტერესდებით პროექტით „გახდი ცვლილება - შექმენი ჭკვიანი და მდგრადი საზოგადოება“, რომელიც სწორედ ახლა იწყება და ანტრეპრენერთა ასოციაციის, სტეინბეის ინოვაციების ცენტრისა და ABCD ინოვაციების ცენტრის მიერ ხორციელდება.

16-30 წლამდე ახალგაზრდა ინოვატორებს მცირე ქალაქებიდან და სოფლებიდან, რომელთაც სურვილი აქვთ შექმნან ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები ადილობრივი თემის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, ეძლევათ ბრწყინვალე შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე პროექტში. 

პროექტის ფარგლებში მოხდება 30 ახალგაზრდას შერჩევა გერმანიიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მდგრადი განვითარების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში, საზოგადოებაში არსებული გამოწვევების ინოვაციური გზებით გადასაჭრელად.

პროექტის აქტივობები მოიცავს ონლაინ ჰაკათონს, ციფრულ ვორქშოფებს და საერთაშორისო ვორქშოფებს ფიზიკურ სივრცეში გერმანიასა და საქართველოში.

პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 20 აპრილამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც ბმულზეა მოცემული, აქვე გეტყვით იმასაც, რომ პროექტში მონაწილეობა უფასოა, ყველა ხარჯი დაფინანსებულიასაგრანტო პროგრამის MEET UP! Youth for Partnership-ის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდი Foundation Remembrance, Responsibility, and Future (Foundation EVZ)-ის მიერ.

ზევით