#სილამაზე

გაზაფხულის 4 სურნელი, რომელიც ამ სეზონზე უნდა შეიყვაროთ

გაზიარება:

ჩვენი საყვარელი სუნამოები, თან ჩვენს საუკეთესო მოგონებებს, ბედნიერებასა და ღიმილს დაატარებენ, თუმცა ახალი ემოციების შესაძენად პარფიუმერული კოლექციის განახლება დროდადრო აუცილებელია.

2021 წლის გაზაფხული მისთვის დამახასიათებელი ხალისიანი, ყვავილოვანი ნოტებით გამოირჩევა, რომლებიც ცნობილმა პარფიუმერულმა ბრენდებმა შთაგონებად კიდევ ერთხელ გამოიყენეს და 4 განსხვავებული არომატი შემოგვთავაზეს.

Versace

თუ კი Versace Dylan Turquoise-ის სარეკლამო კამპანიაში ბელა ჰადიდი და ჰეილი ბიბერი საკმარისი არ არიან, იმისათვის, რომ ეს სუნამო შეიძინოთ, მაშინ თამამად გეტყვით, რომ ბრენდის ეს არომატი სიხალისეს, ყვავილების აფეთქების ნოტებსა და სინაზეს ერთდროულად მოგგვრიან.

 

DYLAN TURQUOISE EU DE TOILETTE

ყიდვა

Narciso Rodriguez

მუსკატის არომატის განსაკუთრებულ მოყვარულებს Narciso Rodriguez-ის Musc Noir სურნელი აუცილებლად შეუყვარდებათ, გარდა მუსკატისა, ბრენდის ეს სუნამო თეთრი კედარისა და ვარდის ნოტებსაც აერთიანებს, ეს სამი ძირითადი კომპონენტი კი მთლიანობაში გაზაფხულის განწყობას ქმნის.

 

Narciso Rodriguez For Her Musc Noir

ყიდვა

Lancôme

პარფიუმერულმა სახლმა ბედნიერების ოდა ულამაზეს ფლაკონში წამოგვიდგინა, რომელიც მანდარინის, ვარდისფერი წიწაკის, ირისის, ჟასმინისა და ქოქოსის ნოტებს აერთიანებს.

 

Lancome La Vie Est Belle Soleil Cristal

ყიდვა

Valentino

პარფიუმერები ანა ფლიპო და ნიკოლას ბოლიე რომით იმდენად აღფრთოვანდნე, რომ სპეციალურად მისი შთაგონებით სუნამო შექმნეს. Valentino Born In Roma Yellow Dream ყვავილოვან არომატებს, ერგამოტის ესენციას, ვარდის ექსტრაქტსა და თეთრი მუსკატის ნოტებს აერთიანებს.

 

 

 Valentino Born In Roma Yellow Dream

ყიდვა

ზევით