#ცნობილები #მოდა

ჯიჯი ჰადიდი დედის ამპლუაში და ცხოვრება სამოდელო კარიერის მიღმა

გაზიარება:

ქალიშვილის გაჩენის შემდეგ, სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი პირველი დიდი გამოცემის, ამერიკული Vogue-ის გარეკანს ამშვენებს. "ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ახლა ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე ვიმყოფები" - ამ სიტყვებით იწყება გაზაფხულითა და ყვავილებით შთაგონებული ედითორიალი და ჩვენც უკვე ვიცით, რომ ჯიჯი დედის ამპლუიდან გაგვესაუბრება.

ჯიჯი ჰადიდი Vogue-ის გარეკანზე

"ერთადერთი დამოკიდებულება, რომელიც მშობიარობის შესახებ გამაჩნდა ის იყო, რომ ქალები, ამ მომენტში, სწორედ ამას აკეთებენ" - ამობს ჯიჯი ჰადიდი, რომელსაც ორსულობის პირველ თვეებშივე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ნიუ-იორკის საავადმყოფოში ბუნებრივად იმშობიარებდა, დედა იოლანდა და მისი და ბელა კი ამ პროცესს დაესწრებოდნენ, თუმცა Covid 19-მა ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა. ერთ დღესაც მომავალმა მშობლება, ჯიჯიმ და ზეინმა 2008 წლის დოკუმენტური ფილმი ნახეს, რომელიც სახლში მშობიარობის უპირატესობებს შეეხებოდა და იმ მომენტიდან ორივემ იცოდნენ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

ვიცოდი, რომ ეს ყველაზე წარმოუდგენელი ტკივილი იქნებოდა, მაგრამ რაღაც ეტაპზე უბრალოდ უნდა დანებდე და თქვა: ეს უბრალოდ ასე უნდა მოხდეს

ჯიჯი ჰადიდი

გოგონა სამყაროს სექტემბერში მოევლინა, ახალგაზრდა მშობლებმა მას კაი დაარქვეს, რაც არაბულად რჩეულს ნიშნავს. ჯიჯი თვეების განმავლობაში არ სცილდებოდა ქალიშვილს გვერდიდან, პირველად ჰადიდს კაის დატოვება დეკემბერში მოუწია და მაშინ მასზე ბებიამ, იოლანდა ჰადიდმა იზრუნდა. ჯიჯის არ ჰყავს არც ძიძა და არც დამხმარე, ის და ზეინი გოგონას თავად ზრდიან, მშობლების დახმარებით. (Vogue-სთან ინტერვიუს განმავლობაში კაის გვერდით მამა ზეინი და ზეინის დედა ტრიშა იმყოფებოდნენ).

ჯიჯი ჰადიდი

ჯიჯის და ზეინს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი, რომ კაის სახეს მანამ არ გამოაჩენენ, სანამ გოგონა იმხელა არ იქნება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას თავად შეძლებს. სუპერმოდელი და მომღერალი ჯიჯის ოჯახთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობენ, თუმცა მაინც განცალკევებით, რათა მათ თავად მოახერხონ პატარა, მყუდრო და ბედნიერი ოჯახის შექმნა.

ზევით