#ცნობილები

ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის დაშორების მიზეზი იოლანდა ჰადიდის და ზეინის ფიზიკური შეხლა-შემოხლა გახდა

გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასავლური მედია ახალმა სკანდალმა მოიცვა. უმსხილესი გამოცემები სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი და მისი მეუღლე - ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ.

ვარსკვლავური წყვილის დაშორების ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჯიჯის დედამ - იოლანდა ჰადიდმა ზეინ მალიკი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში დაადანაშაულა.ზეინმა მოგვიანებით ეს ბრალდება უარყო.

ჯიჯისა და ზეინის სასიყვარულო ისტორია დასასრულს თითქმის 6-წლიანი ურთერთობის შემდეგ მიუახლოვდა. წყვილმა ურთიერთობა 2019 წელს გააოფიციალურა. მალევე მათ პირველი ქალიშვილი - კაი შეეძინათ, რომელიც ახლა სულ რაღაც 13 თვისაა. როგორც ჯიჯის წარმომადგენლები იუწყებიან, ჰადიდის მთელი ყურადღება ახლა სწორედ მის ქალიშვილზეა გადართული.

ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 2015 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც წყვილი American Music Awards-ის შემდგომ წვეულებაზე გამოჩნდა. ამას მოჰყვა ჯიჯის გამოჩენა ზეინის მუსიკალურ კლიპში სახელწოდებით PillowTalk. ორ წლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯიჯი და ზეინი ერთმანეთს პირველად 2018 წელს დაშორდნენ. მას შემდეგ ყვითელმა გამოცემებმა მათი ცხოვრება არა ერთ ცნობილ ადამიანთან დააკავშირეს, თუმცა სუპერმოდელმა და მომღერალმა ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზა მაინც იპოვეს. სამწუხაროდ, მათთვის არც ეს გზა აღმოჩნდა ხანგრძლივი.

იოლანდა ჰადიდი და ზეინ მალიკი, სკანდალი

ჰადიდების ოჯახთან დაახლოებული პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წყვილის განხეთქილების მთავარი მიზეზი ზეინისა და იოლანდა ჰადიდის განხეთქილება გახდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია თავად იოლანდა ჰადიდისგან გავრცელდა. თუმცა, იოლანდას განცხადებამდე 1 დღით ადრე, ზეინ მალიკმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ხსნიდა, რომ პარტნიორის ოჯახის ერთ-ერთ წევრთან უთანხმოების მოგვარება მშვიდობიანი გზით სცადა, მაგრამ ინფორმაციამ ყვითელ მედიაში გაჟონა. 

ზევით