#კულტურა #ცნობილები #მუსიკა

Grammy 2021: ბიონსეს ისტორიული მომენტი, გამარჯვებულები და დღის ჰაილაითები

გაზიარება:

თითქმის ორი თვით გადადებული დაჯილდოების ცერემონია შედგა! გუშინ, 14 მარტს, ლოს-ანჯელესში Grammy Awards-ის რიგით 63-ე ცერემონია გაიმართა, რომლის წამყვანად ჩვენთვის საყვარელი მსახიობი და კომიკოსი ტრევორ ნოა მოგვევლინა. 2021 წლის Grammy ჯერ კიდევ გასულ წელს გაეხვა სკანდალში, როდესაც ნომინანტების სრული სია გამოაქვეყნა, მასში კი აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ალბომის ავტორი The Weeknd არ აღმოჩნდა. მომღერალმა აკადემია კორუფციაში დაადანაშაულა.

მიუხედავად სკანდალური ფონისა, 2021 წლის Grammy-ს გახსნა გრანდიოზული აღმოჩნდა, Gucci-ს სამოსში გამოწყობილმა ჰარი სთაილსმა ცერემონია სიმღერით Watermelon Sugar გახსნა, მოგვიანებით კი საუკეთესო პოპ შემსრულებლის ნომინაციაშიც გაიმარჯვა და კუთვნილი ჯილდო მიიღო.

რამდენიმე თვის წინ საორჭოფო გახლდათ ბიონსეს მრავალრიცხოვანი ნომინაციებიც, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალს ორი წლის განმავლობაში ერთი ალბომიც კი არ გამოუშვია, ის 9 კატეგორიაში გახლდათ ნომინირებული. ბიონსემ, Grammy-ს სცენაზე შესრულებაზე უარი განაცხადა (კორუფციის ბრალდებების გამო), თუმცა სახლში 4 ჯილდო წაიღო და 2021 წლის ტრიუმფატორადაც მოგვევლინა. ბიონსე გახლდა პირველი შემსრულებელი ქალი, რომელიც Grammy-ს 28 გზის გამარჯვებულად გვევლინება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიონსეს ქალიშვილი, 8 წლის ბლუ აივი გუშინდელ დაჯილდოების ცერემონიაზე, ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. გოგონამ, Brown Skin Girl-ში შეტანილი წვლილისთვის მოიპოვა აკადემიის ჯილდო.

უკვე მეორე წელია, რაც საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაში, ბილი აილიში გამარჯვებას არავის უთმობს. ბილიმ, ჩვენი საყვარელი სიმღერით Everything I Wanted მოიპოვა გამარჯვება. გუშინდელ საღამოს, აილიშს მეორე ჯილდოც ხვდა წილად, რომელიც ფილმ No Time To Die-ს საუნდთრეკისთვის მოიპოვა. ამ გამარჯვებით, ბილი აილიში გახდა პირველი შემსრულებელი, რომელმაც ჯერ კიდევ არ გამოსული ფილმის სიმღერით გაიმარჯვა.

უფრო ვრცლად, 83 კატეგორიის მთავარი გამარჯვებულების შესახებ:

წლის საუკეთესო ალბომი

Chilombo, Jhené Aiko
Black Pumas (Deluxe Edition), Black Pumas
Everyday Life, Coldplay 
Djesse Vol. 3, Jacob Collier
Women in Music Pt. III, HAIM
Future Nostalgia, Dua Lipa
Hollywood's Bleeding, Post Malone
Folklore, Taylor Swift - გამარჯვებული

წლის საუკეთესო ჩანაწერი

Black Parade — Beyoncé
Colors — Black Pumas
Rockstar — DaBaby Featuring Roddy Ricch
Say So — Doja Cat
Everything I Wanted — Billie Eilish - გამარჯვებული
Don't Start Now — Dua Lipa
Circles — Post Malone
Savage — Megan Thee Stallion Featuring Beyoncé

წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეო

Brown Skin Girl — Beyoncé - გამარჯვებული
Life Is Good — Future Featuring Drake
Lockdown — Anderson .Paak
Adore You — Harry Styles
Goliath — Woodkid

წლის საუკეთესო სიმღერა

Black Parade — Beyoncé
The Box — Roddy Ricch
Cardigan — Taylor Swift
Circles — Post Malone
Don't Start Now — Dua Lipa
Everything I Wanted — Billie Eilish
I Can't Breathe — H.E.R. - გამარჯვებული
If the World Was Ending — JP Saxe Featuring Julia Michaels

წლის საუკეთესო ახალი არტისტი

Ingrid Andress
Phoebe Bridgers
Chika
Noah Cyrus
D Smoke
Doja Cat
Kaytranada
Megan Thee Stallion - გამარჯვებული

წლის საუკეთესო პოპ შესრულება

Yummy — Justin Bieber
Say So — Doja Cat
Everything I Wanted —  Billie Eilish
Don't Start Now — Dua Lipa
Watermelon Sugar — Harry Styles - გამარჯვებული
Cardigan — Taylor Swift

ზევით