Grammy Awards 2021: 10 საუკეთესოდ შემოსილი ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე

არა ერთი ხელის შემშლელი ფაქტორის მიუხედავად, რომელთა სათავეშიც უდავოდ covid 19 დგას, 2021 წლის Grammy Awards-ის დაჯილდოების ცერემონიამ, ჩვეული პომპეზურობით ჩაიარა. Grammy-ს, რიგით 63-ე დაჯილდოებაზე, კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ჩვენი რჩეული ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელი ჩაცმულობებით გვეხილა, პარალელურად კი მათი საოცარი შესრულებებისა და სიტყვით გამოსვლების მომსწრენიც გავმხდარიყავით.

წარმოგიდგენთ, გასული საღამოს 10 საუკეთესოდ შემოსილ ვარსკვლავს წითელ ხალიჩაზე, რომელთა შორის თქვენს ფავორიტ ცნობილ ადამიანს აუცილებლად აღმოაჩენთ.

დუა ლიპა

მომღერალს Versace-ს მბზინავი კაბა და BVLGARI-ს სამკაულები ამშვენებს.

დუა ლიპა

ჰარი სთაილსი

მომღერალმა ჩვენი გულის მოგება, ისევ და ისევ Gucci-ს კოსტუმებით მოახერხა.

ჰარი სთაილსი

ტეილორ სვიფტი

ტეილორმა წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთვის, გაზაფხულით შთაგონებული Oscar de la Renta-ს ყვავილებიანი კაბა და Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები შეარჩია.

ტეილორ სვიფტი

ბიონსე

Queen B რიგით 63-ე დაჯილდოებას, ტანზე მომდგარი Schiaparelli-ს შავი კაბით დაესწრო.

ბიონსე

სინტია ერვინო

სინტია წითელ ხალიჩას ციფრულ ფორმატში შეუერთდა, თუმცა საუკეთესოდ შემოსილ ცნობილებს შორის კუთვნილი ადგილი მაინც დაიკავა. ერვინომ Louis Vuitton-ის კაბა და Tiffany & Co-ს სამკაულები მოირგო.

სინტია ერვინო

ბილი აილიში

ბილიმ არც ამჯერად უღალატა Gucci-ს და Grammy Awards-ზე საყვარელი მოდის სახლის ორი ლუქი მოირგო.

ბილი აილიში

ლიზო

მომღერალი წითელ ხალიჩაზე, Balmain-ის ულამაზესი კაბით და მბზინავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოჩნდა.

ლიზო

ქლოი ბეილი

მომღერალი წითელ ხალიჩაზე ვირტუალურად შეუერთდა და Louis Vuitton-ის მშვენიერი კაბა და Tiffany & Co-ს სამკაულებიც ვირტუალურად წარმოგვიდგინა.

ქლოი ბეილი

ჰოლი ბეილი

ჰოლიმ ჩაცმულობა, საკუთარ დას და მუსიკალურ პარტნიორს შეუახამა და თავადაც Louis Vuitton-ის კაბაში შემოსილი გამოჩნდა.

ჰოლი ბეილი

ჯენე აიკო

და ბოლოს, გასული საღამოს საუკეთესოდ შემოსილთა შორის, ჯენე აიკო Giambattista Valli-ს ულამაზესი ვარდისფერი კაბით, კუთვნილ ადგილს იკავებს.

ჯენე აიკო

ზევით